Baby Bag

​როდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა გამოცდების აპელაციის შედეგები - naec-ის პასუხი

​როდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა გამოცდების აპელაციის შედეგები - naec-ის პასუხი

როდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა გამოცდების აპელაციის შედეგები? - აღნიშული კითხვით ​Moms.ge-ს არაერთმა მასწავლებელმა მიმართა. კითხვის აქტუალურობიდან გამომდინარე გთავაზობთ ნაეკის პასუხს. 

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, მასწავლებელთა გამოცდების აპელაციის შედეგები მომდევნო კვირაში გამოქვეყნდება. 

შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა სააპელაციო განაცხადების მიღება 19 აგვისტოს 10:00 საათიდან 21 აგვისტოს 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.ge მიმდინარეობდა. 

იხილეთ ასევე:

2019 წლის მასწავლებელის კომპეტენციის დადასტურებისა და საგნის გამოცდის მაქსიმალური და მინიმალური გამსვლელი ქულები

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვი ჯანმრთელია, მისთვის გამოცდაზე ნიღბის გაკეთება პრობლემას არ წარმოადგენს,“ - პულმონოლოგი თამაზ მაღლაკელიძე

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პულმონოლოგი თამაზ მაღლაკელიძე გადაცემაში „პირადი ექიმი“ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ნიღბის ტარების აუცილებლობის შესახებ საუბრობს:

„თუ ბავშვი ჯანმრთელია, მისთვის გამოცდაზე ნიღბის გაკეთება პრობლემას არ წარმოადგენს. აბიტურიენტს მეორე ნიღაბიც უნდა ჰქონდეს, რადგან ცხელა, პირბადე ადვილად სველდება, ოფლი გამოიყოფა, ბავშვიც ღელავს, სუნთქვა უხშირდება და ჰიპერვენტილაცია აწუხებს. თუ ბავშვი ბრონქოსპაზმისკენ, ანუ ბრონქების შევიწროვებისადმი, არის მიდრეკილი და აქვს ბრონქიალური ასთმა, შესაძლოა, ნიღბის ხაგრძლივმა ტარებამ ბრონქოსპაზმი გამოიწვიოს. თუ ბავშვს მსგავსი პრობლემები აქვს, მას ექიმისგან ცნობა უნდა ჰქონდეს, რათა გამოცდაზე პრობლემა არ შეექმნას.“

„აბიტურიენტებს შორის დისტანცია დაცული უნდა იყოს, თუ ეს ვერ ხერხდება, რისკ-ჯგუფში შემავალი ბავშვები ცალკე უნდა დასვან, სადაც დისტანციას დაიცავენ. გამორიცხულია, რომ პირბადის გამო კომა განვითარდეს. თუ ბავშვი ღელავს, შესაძლოა, მას თავის ტკივილებიც ჰქონდეს, ეს ემოციური მომენტია. აბიტურიენტი გამოცდაზე ზედმეტად რომ არ დაიძაბოს, აჯობებს, წინასწარ სახლშიც გაიკეთოს ხოლმე ნიღაბი, რომ შეეჩვიოს. სხვანაირად არ გამოდის, დახურულ სივრცეში, სადაც სიმჭიდროვეა, პირბადე აუცილებელია, მით უმეტეს, როდესაც უცხო ადამიანების გარემოცვაში ხარ. ახლობლების წრეში ამდენად არ ღელავ, მაგრამ ხალხმრავლობის დროს სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. ბრონქიალური ასთმის მქონე აბიტურიენტებს გამოცდის წინა დღეებში აეროზოლის გამოყენება შეუძლიათ, რომელიც ბრონქებს აფართოებს,“ - აღნიშნავს თამაზ მაღლაკელიძე.


წაიკითხეთ სრულად