Baby Bag

პროფესიიდან გასვლა არ არის მარტივი, შინაგანად ძალიან განვიცდი და ვღელავ

პროფესიიდან გასვლა არ არის მარტივი, შინაგანად ძალიან განვიცდი და ვღელავ

დოდო გურგენიშვილი 48 წელია დაწყებითი კლასების პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„სოფელ ხიდისთავის სკოლაში დავიწყე მასწავლებლობა. შემდეგ რამდენიმე
სკოლა გამოვიცვალე. ბოლოს 106-ე საჯარო სკოლაში დავფუძნდი და უკვე 33 წელია აქ ვარ.

ჩემი აზრით, გარდა ბავშვების სიყვარულისა, აუცილებელია პედაგოგს ფართო ზოგადი განათლება ჰქონდეს, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მასწავლებელს.

პროფესიიდან გასვლა არ არის მარტივი, შინაგანად ძალიან განვიცდი და ვღელავ. ბავშვებს ახალგაზრდა მასწავლებლები უყვართ, მათ უნდა დავუთმოთ გზა. სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემის გადაწყვეტილებამ ღირსეულად მაგრძნობინა თავი.“

შეიძლება დაინტერესდეთ

​რა არის შებრუნებული საკლასო ოთახი და რითი განსხვავდება ტრადიციულისგან

​რა არის შებრუნებული საკლასო ოთახი და რითი განსხვავდება ტრადიციულისგან

რა არის შებრუნებული საკლასო ოთახი, რითი განსხვავდება ტრადიციულისგან და რა შედეგებს გვაძლევს შებრუნებული საკლასო ოთახის დანერგვა?

იხილეთ საინტერესო ვიდეო ბმულზე - ​შებრუნებული საკლასო ოთახი

წაიკითხეთ სრულად