Baby Bag

ნოემბერში გველოდება არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევა

ნოემბერში გველოდება არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა, 2019 წლის გამოცდების წარმატებით დასრულება მიულოცა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„საგამოცდო პროცესის წარმატება, სწორედ, თქვენ მიერ გაწეული დაუღალავი შრომის შედეგია. ეს იყო მართლაც სანიმუშო წელი. მოხარული და ამაყი ვარ, რომ ხარისხობრივად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საგამოცდო პროცესი. ნოემბერში გველოდება არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევა - ჩვენს პედაგოგებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა აიმაღლონ სტატუსი და გაიუმჯობესონ პირობები. ვერც ერთი რეფორმა, ცვლილება, თქვენ გარეშე წარმატებით ვერ განხორციელდება. მადლობას გიხდით საქმისადმი ასეთი დამოკიდებულებისა და გაწეული შრომისათვის“- აღნიშნა ცენტრის თანამშრომლებთან საუბრისას განათლების მინისტრმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა პედაგოგი 19 წლისაა, ხოლო ყველაზე ასაკოვანი - 97 წლის

საქართველოში ყველაზე  ახალგაზრდა პედაგოგი 19 წლისაა, ხოლო ყველაზე ასაკოვანი  - 97 წლის

საქართველოში მოქმედ საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების ძირითადი ნაწილი საპენსიო ასაკს მიღწეული ან პენსიონერია, - ინფორმაციას კვლევითი ორგანიზაცია ACT - Analysis and Consulting Team ​ავრცელებს.

კვლევის თანახმად, მცირეა იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ირჩევენ და სკოლებში საქმდებიან (წყარო: განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა; საქსტატი). 

„ეისითი“ დაინტერესდა საქართველოს საჯარო სკოლების პედაგოგების ასაკით. განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ საქართველოს მასშტაბით ყველაზე ახალგაზრდა პედაგოგი მამაკაცებშიც და ქალებშიც არის 19 წლის, ყველაზე ასაკოვანი ქალი პედაგოგი - 97 წლის, მამაკაცი კი - 95 წლის.

იხილეთ ასევე:

​დეტალები პედაგოგების სერტიფიცირების ახალი მოდელის შესახებ

​„პედაგოგებთან თანამშრომლობა, მათი ნდობა და მეტი პასუხისმგებლობა - ეს არის ჩვენი რეფორმის საფუძველი“ - მიხეილ ბატიაშვილი

​„წარმატებული მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ“

წაიკითხეთ სრულად