Baby Bag

ნოემბერში გველოდება არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევა

ნოემბერში გველოდება არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა, 2019 წლის გამოცდების წარმატებით დასრულება მიულოცა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„საგამოცდო პროცესის წარმატება, სწორედ, თქვენ მიერ გაწეული დაუღალავი შრომის შედეგია. ეს იყო მართლაც სანიმუშო წელი. მოხარული და ამაყი ვარ, რომ ხარისხობრივად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საგამოცდო პროცესი. ნოემბერში გველოდება არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევა - ჩვენს პედაგოგებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა აიმაღლონ სტატუსი და გაიუმჯობესონ პირობები. ვერც ერთი რეფორმა, ცვლილება, თქვენ გარეშე წარმატებით ვერ განხორციელდება. მადლობას გიხდით საქმისადმი ასეთი დამოკიდებულებისა და გაწეული შრომისათვის“- აღნიშნა ცენტრის თანამშრომლებთან საუბრისას განათლების მინისტრმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

eSchool-ში საგაკვეთილო საათობრივი ბადის შექმნის ინსტრუქცია

eSchool-ში საგაკვეთილო საათობრივი ბადის შექმნის ინსტრუქცია

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აქვეყნებს ინსტრუქციას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) საგაკვეთილო საათობრივი ბადის შექმნისათვის. 

ინსტრუქცია იხილეთ ამ ​ბმ​უ​ლ​ზე 

წაიკითხეთ სრულად