Baby Bag

როდის შეეცვლებათ სტატუსი იმ მასწავლებლებს, რომლებმაც გამოცდა ზაფხულში ჩააბარეს

როდის შეეცვლებათ სტატუსი იმ მასწავლებლებს, რომლებმაც გამოცდა ზაფხულში ჩააბარეს

მასწავლებლებს, რომლებმაც გამოცდა ზაფხულში ჩააბარეს​, სტატუსი, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს შეეცვლებათ, - ამის შესახებ ​Moms.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, სწორედ ამ დროს გახდება ცნობილი, რამდენი მასწავლებელი დაწინაურდა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.

ცნობისთვის, წელს პედაგოგებს, პირველ გამოცდაზე (ზაფხულის გამოცდაზე) წარუმატებლობის შემთხვევაში, აქვთ შესაძლებლობა, წლის ბოლომდე მეორედ გავიდნენ გამოცდაზე (შემოდგომას) და დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია. 

პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია ​შემოდგომაზე ორგანიზებული კომპეტენციის დადასტურებისათვის 10 სექტემბრის 10:00 საათიდან დაიწყება და 17 სექტემბრის 18:00 საათზე დასრულდება.

მოქმედ სქემაში ცვლილებების შემდეგ მასწავლებელს მიღწეული სტატუსი აღარ ჩამოერთმევა (სტატუსის შესანარჩუნებლად მასწავლებლებს გარკვეული რაოდენობის კრედიტების დაგროვება აღარ მოუწევთ).

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა გამოცდის შედეგები?

როდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა გამოცდის შედეგები?

როდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა გამოცდის შედეგები? - ამ კითხვით ​MomsEdu.ge შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა. როგორც ცენტრში აღნიშნეს, მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა შედეგების გამოქვეყნება სექტემბრის პირველი რიცხვებიდან ეტაპობრივად დაიწყება.

მათივე ცნობით, სწორი პასუხები და შეფასების სქემაც შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება.

წაიკითხეთ სრულად