Baby Bag

გვინდა, სკოლაში შეიქმნას ხარისხის მართვის ჯგუფი, რომელიც თანამშრომლობის ფორმატით დაესწრება გაკვეთილს

გვინდა, სკოლაში შეიქმნას ხარისხის მართვის ჯგუფი, რომელიც თანამშრომლობის ფორმატით დაესწრება გაკვეთილს
რა კომპეტენცია მოეთხოვება მასწავლებელს, როგორ უნდა დააფიქსიროს მან ეს კომპეტენცია და როგორ უნდა მოექცეს სახელმწიფო თავის პედაგოგებს - აღნიშნულ თემებზე გადაცემაში​ „ჩვენი სკოლა“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ ისაუბრა. 

როგორც მან აღნიშნა, მასწავლებლის სახლს სურს, რომ სკოლაში შეიქმნას ხარისხის მართვის ჯგუფი, რომელიც თანამშრომლობის ფორმატით დაესწრება გაკვეთილს:

„თანამედროვე მასწავლებელს უნდა შეეძლოს მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების დადგენა და ამ საჭიროებიდან გამომდინარე მასთან ინდივიდუალური მიდგომა. ჩვენ გვინდა, სკოლაში შეიქმნას ხარისხის მართვის ჯგუფი, რომელიც თანამშრომლობის ფორმატით (და არა დასჯის, გამოჭერის) დაესწრება გაკვეთილს და მასწავლებელთან ერთად შეაფასებს. ეს დაგვეხმარება, რომ პედაგოგი გახდეს უკეთესი. აღარ უნდა იყოს გარე დაკვირვება და საბუთომანია. შეიძლება, მასწავლებელს საერთოდ არ ჰქონდეს გაკვეთილის გეგმა, მაგრამ მან უნდა შეძლოს მოსწავლის გაკვეთილით დაინტერესება. ეს არის მთავარი. მე მაინტერესებს მასწავლებელმა არა რამდენი დრო დაუთმო ამა თუ იმ გაკვეთილს, არამედ შეძლო თუ არა მოსწავლემ გაკვეთილის გააზრება. ჩვენი ორიენტაცია არის შედეგზე.“

ბერიკა შუკაკიძემ მასწავლებლის სტატუსის მინიჭებაზეც გაამახვილა ყურადღება:

„მასწავლებელს სტატუსი ერთხელ რომ მიენიჭა, ეს არ ნიშნავს, რომ ის ყოველთვის კარგი მასწავლებელი იქნება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყოველ წელს მასწავლებლის შეფასება უნდა მოხდეს მის მიერ მიღწეული შედეგებით, ხოლო შედეგი უნდა იყოს პროგრესზე ორიენტირებული და არა იმაზე, თუ რამდენი ათოსანი მოსწავლე ეყოლება კლასში.“

ამ ყველაფრის გაკონტროლება კი განათლების მინისტრის ხედვით შემდეგნაირად განხორციელდება - განათლების მინისტრი უნდა ენდოს მასწავლებლის სახლს, მასწავლებლის სახლი დირექტორს, დირექტორი მასწავლებელს, მასწავლებელი მშობელს და მოსწავლეს:

„საქართველოში არის 45 000 საკლასო ოთახი და შეუძლებელია ამდენი გაკვეთილი გაკონტროლდეს. ამიტომ ჩვენ უნდა ვენდოთ სკოლას. ჩვენი განათლების მინისტრის ხედვა ასეთია და ჩვენ ამის ირგვლივ ვართ შემოკრებილები: განათლების მინისტრი უნდა მენდოს მე, მე უნდა ვენდო დირექტორის, დირექტორი მასწავლებელს, მასწავლებელი მშობელს და მოსწავლეს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პოს­ტ­საბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნა ვართ და საბ­ჭო­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უნ­დობ­ლო­ბის და­თეს­ვა და ზედ­მე­ტი კონ­ტ­რო­ლი ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მე­თო­დი იყო, ეს უნ­დობ­ლო­ბა აღარ გვჭირ­დე­ბა. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ძა­ლი­ან კარ­გად გეს­მით, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი ვე­რა­ნა­ი­რად ვერ შეძ­ლებს 58 684 პე­და­გო­გი­სა და 2 083 სა­ჯა­რო სკო­ლის გა­კონ­ტ­რო­ლე­ბას, ეს უტო­პიაა და ვი­საც ამის სჯე­რა, ვეტყ­ვი, რომ ისევ სა­ბუ­თო­მა­ნი­ამ­დე მი­ვალთ. გვქონდა გამოცდილება, რომ მასწავლებლები გაკვეთილების ნაცვლად ამ საბუთომანიაზე იყვნენ კონცენტრირებულები. სკო­ლის დი­რექ­ტო­რებს ტრე­ნინ­გ­ზე ერთ რა­მეს ვე­უბ­ნე­ბი, თუ სკო­ლა კარ­გად მუ­შა­ობს (ფეხ­ბურ­თის გუნ­დი და სკო­ლა ძა­ლი­ან ჰგავს ერ­თ­მა­ნეთს), მას­წავ­ლებ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ხო­ლო, რო­ცა ცუ­დად მუ­შა­ობს, ეს სკო­ლის დი­რექ­ტო­რის ბრა­ლია. ასე­ვეა ფეხ­ბურ­თის გუნ­დიც - იგებს გუნ­დი, ნიშ­ნავს, რომ ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა მო­ი­გეს, აგებს გუნ­დი, ნიშ­ნავს, რომ მწვრთნელ­მა წა­ა­გო,“ - დასძინა მან.

სკო­ლის კომ­პ­ლექ­სუ­რად შე­სა­ფა­სებ­ლად მასწავლებლის სახლის დირექტორმა ხუ­თი მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტი და­ა­სა­ხე­ლა: 

  • სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი
  • დის­ციპ­ლი­ნა
  • ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი
  • ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი
  • მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზა 

ბერიკა შუკაკიძემ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ამ ხუ­თი კომ­პო­ნენ­ტით სკო­ლის შე­ფა­სე­ბა დას­ჯა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა:

„სად გი­ნა­ხავთ მშო­ბე­ლი, რო­მე­ლიც შვილს იმის­თ­ვის სჯი­დეს, რომ ავა­დაა? ბავშვს, რო­მე­ლიც ავად არის, სწო­რედ მა­შინ სჭირ­დე­ბა მე­ტი ზრუნ­ვა, მე­ტი ენერ­გია და ფუ­ლის ხარ­ჯ­ვა, მე­ტი დრო­ის დათ­მო­ბა, რომ გა­მო­ა­კე­თო. ამი­ტომ, ჩვენ რომ მი­ვად­გეთ ახ­ლა სკო­ლებს და იმის გა­მო დავ­ხუ­როთ, რომ ამ ხუ­თი კომ­პო­ნენ­ტით ისი­ნი კარ­გად ვერ მუ­შა­ო­ბენ, გა­მო­ვა, რომ ჩვენ თავს ვის­ჯით. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფომ და­სა­ჯოს სკო­ლა იმის გა­მო, რომ თვი­თონ ვერ ას­რუ­ლებს მას­ზე და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას. ამის შეც­ვ­ლას სხვაგ­ვა­რი მიდ­გო­მით ვა­პი­რებთ. ჩა­მოთ­ვ­ლილ კრი­ტე­რი­უ­მებს ექ­ნე­ბა სა­მი დო­ნე, რომ­ლის მი­ხედ­ვით შე­ვა­ფა­სებთ სკო­ლებს. მა­გა­ლი­თად, მი­ვე­დით სა­ქა­შე­თის სკო­ლა­ში (გო­რის რა­ი­ო­ნი), შე­ვა­ფა­სეთ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი (პრო­ცეს­ში იქ­ნე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 20-30 ცვლა­დი), ოღონდ ეს წი­ნას­წარ ეცო­დი­ნე­ბა სკო­ლას, რომ გა­მო­ჭე­რის მიზ­ნით არ მი­ვი­დეთ. თუ და­ვუდ­გი­ნეთ, რომ ისი­ნი არი­ან მე­სა­მე დო­ნე­ზე, უნ­და შე­ვი­მუ­შა­ოთ სტ­რა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მა და ამ პრო­ცეს­ში დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა დი­რექ­ტორს და­ე­კის­რე­ბა. მან სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მო­ბი­ლი­ზე­ბა ისე უნ­და მო­ახ­დი­ნოს, რომ მო­მა­ვალ წელს მე­ო­რე დო­ნე­ზე გა­და­ვიდ­ნენ. ბუ­ნებ­რი­ვია, სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მის­თ­ვის სკო­ლებს მე­ტი თან­ხა დას­ჭირ­დე­ბათ და ყბა­და­ღე­ბუ­ლი ვა­უ­ჩე­რუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მა უფ­რო მიზ­ნობ­რივი და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მა­ზე გა­და­ვა. მა­გა­ლი­თად, რო­გორ ვიქ­ცე­ვით სახ­ლ­ში, თუ საქ­ვა­ბე გა­ფუჭ­და? რო­ი­ალს ხომ არ ვი­ყი­დით? - სა­დაც გვი­ჭირს, იქ მეტს ვხარ­ჯავთ და ვა­კე­თებთ საქ­ვა­ბეს. იგი­ვე მიდ­გო­მა იქ­ნე­ბა აქაც - ჩვენ სა­დაც გვი­ჭირს და გვინ­და მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯობ­ესე­ბა, თან­ხებ­საც იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით მივ­მარ­თავთ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­დე­საც სკო­ლას და­უდ­გინ­დე­ბა, რომ მას დის­ციპ­ლი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, თან­ხა­საც და ადა­მი­ა­ნურ რე­სურ­ს­საც იქით მი­მარ­თავს. ასეთ დი­ფე­რენ­ცი­რე­ბულ მიდ­გო­მას გუ­ლის­ხ­მობს სკო­ლე­ბის შე­ფა­სე­ბის კომ­პ­ლექ­სუ­რი სის­ტე­მა,“ - დასძინა მან