მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირებისთვის სასწავლო გრანტის მინიჭების წესში ცვლილება შევიდა. შესაბამისი ბრძანება, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აწერს ხელს, დღეს გამოქვეყნდა.
ბრძანების მიხედვით, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2016 წელს ჩარიცხული პირებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების მიზნით:
ა) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთაგან ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადგილების ფარგლებში დასაფინანსებელ პირებს შეარჩევს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავის მიერ დადგენილი წესით და 2016 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით წარუდგენს სამინისტროს;
ბ) სამინისტრო ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას აგზავნის სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ამოწმებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში და 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს უდასტურებს ინფორმაციის სისწორეს, ასევე სამინისტროს უგზავნის ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ორ ან მეტ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.
2. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2018 წელს ჩარიცხული პირებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების მიზნით:
ა) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთაგან ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადგილების ფარგლებში დასაფინანსებელ პირებს შეარჩევს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავის მიერ დადგენილი წესით და 2018 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით წარუდგენს სამინისტროს;
ბ) სამინისტრო ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას აგზავნის სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ამოწმებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში და 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს უდასტურებს ინფორმაციის სისწორეს, ასევე სამინისტროს უგზავნის ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ორ ან მეტ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.“