Baby Bag

შეხსენება ნოემბრის გამოცდაზე დარეგისტრირებულ მასწავლებლებს!

შეხსენება ნოემბრის გამოცდაზე დარეგისტრირებულ მასწავლებლებს!

ნოემბერში დანიშნულ ტესტირებაზე დარეგისტრირებულნი არიან პრაქტიკოსი მასწავლებლები. არაერთ მათგანს რეგისტრაციის პერიოდში (2019 წლის 10 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით) შეეცვალა სტატუსი (ან ამ ცვლილების შესახებ ინფორმაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ადმინისტრირებულ ბაზაში განახლდა რეგისტრაციის დაწყების შემდეგ). ამიტომ ეს პირები არ თავისუფლდებიან რეგისტრაციის გადასახადისაგან.

რეგისტრაციისათვის გათვალისწინებული საფასურის გადახდა შესაძლებელია დღეის, 7 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით.

თუ ამ ვადაში აღნიშნული პირები არ გადაიხდიან დაწესებულ თანხას, მათი რეგისტრაცია გაუქმდება და ისინი ტესტირებაზე არ დაიშვებიან.
იხილეთ ბრძანება

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ გამოვიყენოთ მაქსიმალურად შედეგიანად დარჩენილი დრო მასწავლებელთა გამოცდისთვის მოსამზადებლად

როგორ გამოვიყენოთ მაქსიმალურად შედეგიანად დარჩენილი დრო მასწავლებელთა გამოცდისთვის მოსამზადებლად

მასწავლებლეთა გამოცდები 2 ნოემბერს დაიწყება და 8 ნოემბერს ​დასრულდება.

თუ გამოცდისთვის ემზადებით, გთავაზობთ ინფორმაციას, რომელიც 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდისთვის მოსამზადებლად დარჩენილი დროის მაქსიმალურად შედეგიანად ათვისებაში გამოგადგებათ:

2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციების დადასტურებისა და საგნის გამოცდის მაქსიმალური და მინიმალური გამსვლელი ქულები

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - დამხმარე სახელმძღვანელოები

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - პროგრამები (2019)

​​ტესტის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები

წაიკითხეთ სრულად