Baby Bag

შეხსენება ნოემბრის გამოცდაზე დარეგისტრირებულ მასწავლებლებს!

შეხსენება ნოემბრის გამოცდაზე დარეგისტრირებულ მასწავლებლებს!

ნოემბერში დანიშნულ ტესტირებაზე დარეგისტრირებულნი არიან პრაქტიკოსი მასწავლებლები. არაერთ მათგანს რეგისტრაციის პერიოდში (2019 წლის 10 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით) შეეცვალა სტატუსი (ან ამ ცვლილების შესახებ ინფორმაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ადმინისტრირებულ ბაზაში განახლდა რეგისტრაციის დაწყების შემდეგ). ამიტომ ეს პირები არ თავისუფლდებიან რეგისტრაციის გადასახადისაგან.

რეგისტრაციისათვის გათვალისწინებული საფასურის გადახდა შესაძლებელია დღეის, 7 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით.

თუ ამ ვადაში აღნიშნული პირები არ გადაიხდიან დაწესებულ თანხას, მათი რეგისტრაცია გაუქმდება და ისინი ტესტირებაზე არ დაიშვებიან.
იხილეთ ბრძანება

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის გამოქვეყნდება აბიტურიენტების პირველადი შედეგები

როდის გამოქვეყნდება აბიტურიენტების პირველადი შედეგები

როდის გამოქვეყნდება აბიტურიენტების პირველადი შედეგები? - აღნიშნულ კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უპასუხეს. 

მათი თქმით, აბიტურიენტების პირველადი შედეგების გამოქვეყნება 1 აგვისტოდან ეტაპობრივად დაიწყება და აგვისტოს ბოლომდე ყველა გამოცდის შედეგი გახდება ცნობილი.

მათივე ცნობით, ეტაპობრივად გამოქვეყნდება სწორი პასუხებიც. 

შედეგების გაგება შესაძლებელი იქნება როგორც ვებგვერდის, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც. 
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირებულია 41 000-მდე აბიტურიენტი. წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. 
წაიკითხეთ სრულად