Baby Bag

შეხსენება ნოემბრის გამოცდაზე დარეგისტრირებულ მასწავლებლებს!

შეხსენება ნოემბრის გამოცდაზე დარეგისტრირებულ მასწავლებლებს!

ნოემბერში დანიშნულ ტესტირებაზე დარეგისტრირებულნი არიან პრაქტიკოსი მასწავლებლები. არაერთ მათგანს რეგისტრაციის პერიოდში (2019 წლის 10 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით) შეეცვალა სტატუსი (ან ამ ცვლილების შესახებ ინფორმაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ადმინისტრირებულ ბაზაში განახლდა რეგისტრაციის დაწყების შემდეგ). ამიტომ ეს პირები არ თავისუფლდებიან რეგისტრაციის გადასახადისაგან.

რეგისტრაციისათვის გათვალისწინებული საფასურის გადახდა შესაძლებელია დღეის, 7 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით.

თუ ამ ვადაში აღნიშნული პირები არ გადაიხდიან დაწესებულ თანხას, მათი რეგისტრაცია გაუქმდება და ისინი ტესტირებაზე არ დაიშვებიან.
იხილეთ ბრძანება

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებელთა კომპეტენციების დადასტურებისა და საგნის გამოცდის მაქსიმალური და მინიმალური გამსვლელი ქულები

მასწავლებელთა კომპეტენციების დადასტურებისა და საგნის გამოცდის მაქსიმალური და მინიმალური გამსვლელი ქულები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციების დადასტურებისა და საგნის გამოცდის მაქსიმალურ და მინიმალურ გამსვლელ ქულებს. 

მასწავლებელთა კომპეტენციების დადასტურებისა და საგნის გამოცდის მაქსიმალურ და მინიმალურ გამსვლელ ქულები იხილეთ ბმულზე - მასწავლებელთა კომპეტენციების დადასტურებისა და საგნის გამოცდის მაქსიმალური და მინიმალური გამსვლელი ​ქულები


წაიკითხეთ სრულად