Baby Bag

14-18 ოქტომბერს მასწავლებლებისთვის ვორქშოფი გაიმართება

14-18 ოქტომბერს მასწავლებლებისთვის ვორქშოფი გაიმართება

ქართულ-გერმანულ სამეცნიერო ხიდს (GGSB), რომელიც აერთიანებს გერმანიის რესპუბლიკის ქ. იულიხის კვლევითი ცენტრის (FZJ) ინსტიტუტებს, საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმთან (თსუ, სტუ, ილიაუნი და აგრიუნი) თანამშრომლობის 15 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს.

ამ კონცეფციის ფარგლებში, 2019 წლის 14-18 ოქტომბერს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, JULAB-ის წამყვანი მასწავლებლები ჩაატარებენ ვორქშოფს ქართველი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის, იულაბის ექსპერიმენტული ყუთის გამოყენებით, თემაზე „ელექტრობა“. ისინი ქართველ მასწავლებლებს სახალისო ექსპერიმენტებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებს გააცნობენ, რათა მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესი გაუღვივონ. ვორქშოფი მოიცავს როგორც ექსპერიმენტულ, ისე თეორიულ ნაწილს.

ვორქშოფის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს IV-VI კლასების ბუნებისმეტყველების მასწავლებლები. ვორქშოფის სამუშაო ენა - ინგლისური. ვორქშოფი უზრუნველყოფილი იქნება თარჯიმნის მომსახურებით.

ვორქშოფის გავლის შემდგომ, გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

ვორქშოფზე რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს - ​ვორქშოფი.

შეიძლება დაინტერესდეთ

კიდევ როდის მიეცემათ მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა?

კიდევ როდის მიეცემათ მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა?

კიდევ როდის მიეცემათ მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა? - აღნიშნულ კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უპასუხეს.

„მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად რეგისტრაციის გავლა, სავარაუდოდ, მარტის თვეში იქნება შესაძლებელი. ტესტირება კი ზაფხულში ჩატარდება,“ - აღნიშნეს naec-ში. 

იხილეთ, შემოდგომის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები სრულად:

პროფესიული უნარები I ვარიანტი




ბიოლოგია ქართულად


ისტორია ქართულად











შეგახსენებთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ ტესტირებაზე გამოყენებული ტესტები წარმოადგენს ცენტრის საკუთრებას და დაცულია "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონით, შესაბამისად, ამ მასალების ცენტრის ნებართვის გარეშე გასაჯაროვება (დაბეჭდვა, ვებგვერდზე ან სოციალურ ქსელში განთავსება დ ა.შ.) აკრძალულია.

წაიკითხეთ სრულად