Baby Bag

14-18 ოქტომბერს მასწავლებლებისთვის ვორქშოფი გაიმართება

14-18 ოქტომბერს მასწავლებლებისთვის ვორქშოფი გაიმართება

ქართულ-გერმანულ სამეცნიერო ხიდს (GGSB), რომელიც აერთიანებს გერმანიის რესპუბლიკის ქ. იულიხის კვლევითი ცენტრის (FZJ) ინსტიტუტებს, საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმთან (თსუ, სტუ, ილიაუნი და აგრიუნი) თანამშრომლობის 15 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს.

ამ კონცეფციის ფარგლებში, 2019 წლის 14-18 ოქტომბერს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, JULAB-ის წამყვანი მასწავლებლები ჩაატარებენ ვორქშოფს ქართველი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის, იულაბის ექსპერიმენტული ყუთის გამოყენებით, თემაზე „ელექტრობა“. ისინი ქართველ მასწავლებლებს სახალისო ექსპერიმენტებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებს გააცნობენ, რათა მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესი გაუღვივონ. ვორქშოფი მოიცავს როგორც ექსპერიმენტულ, ისე თეორიულ ნაწილს.

ვორქშოფის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს IV-VI კლასების ბუნებისმეტყველების მასწავლებლები. ვორქშოფის სამუშაო ენა - ინგლისური. ვორქშოფი უზრუნველყოფილი იქნება თარჯიმნის მომსახურებით.

ვორქშოფის გავლის შემდგომ, გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

ვორქშოფზე რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს - ​ვორქშოფი.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,შე­საძ­ლოა, რა­ღაც შე­იც­ვა­ლოს'' - რო­გორ შეძ­ლე­ბენ უფ­რო­სი და წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რის გაგ­რ­ძე­ლე­ბას?

,,შე­საძ­ლოა, რა­ღაც შე­იც­ვა­ლოს'' - რო­გორ შეძ­ლე­ბენ უფ­რო­სი და წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რის გაგ­რ­ძე­ლე­ბას?

რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აქ­ცენ­ტე­ბის გა­კე­თე­ბას გეგ­მავთ წელს მას­წავ­ლებ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით? დი­დი ხა­ნია, უფ­რო­სი და წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ელი­ან კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის ახალ სქე­მას, რო­დის შეძ­ლე­ბენ ახა­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბას? - ,,ახალი განათლების'' აღნიშნულ კითხვას განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ უპასუხა. 

,,გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ, მი­ნის­ტ­რის ბრძა­ნე­ბით, შექ­მ­ნა კო­მი­სია, სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მელ­შიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არი­ან სა­მი­ნის­ტ­როს, მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლის და ჩვე­ნი სსიპ-ების წარ­მო­მად­გე­ნ­ლე­ბი; ასე­ვე, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გა­რე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან, გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტე­ბი. ჯგუ­ფი მოქ­მე­დი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის დო­კუ­მე­ნ­ტის გა­და­მუ­შა­ვე­ბა­ზე მუ­შა­ობს, რომ კი­დევ უფ­რო მე­ტად მო­ვარ­გოთ იმ თა­ნა­მედ­რო­ვე ხედ­ვებ­სა და რე­ფორ­მებს, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო ახორ­ცი­ე­ლებს. ჩვე­ნი მი­ზა­ნია რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არა მხო­ლოდ მას­წავ­ლებ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით, არა­მედ სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე ვმუ­შა­ობთ, მა­გა­ლი­თად, ახ­ლა ვიწყებთ მუ­შა­ო­ბას სკო­ლის ლი­დე­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ასე­ვე, ვა­პი­რებთ რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის ფუნ­ქ­ცი­ე­ბის გა­და­ხედ­ვას. რო­დე­საც სკო­ლებ­ზე ვსა­უბ­რობთ, ყვე­ლა ჭრილ­ში უნ­და და­ვი­ნა­ხოთ.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მ­ნი­ლი სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რომ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სწო­რედ იმ დო­კუ­მენ­ტის გა­და­ხედ­ვაა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას არე­გუ­ლი­რებს, ძა­ლი­ან მოკ­ლე ხან­ში და­ას­რუ­ლებს მუ­შა­ო­ბას და გვე­ცო­დი­ნე­ბა სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ხედ­ვა, რო­გორ შეძ­ლე­ბენ უფ­რო­სი და წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რის გაგ­რ­ძე­ლე­ბას – შე­საძ­ლოა იგი­ვე პრინ­ცი­პე­ბი დარ­ჩეს, შე­საძ­ლოა, რა­ღაც შე­იც­ვა­ლოს,'' - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ. 

ინტერვიუ იხილეთ სრულად - ,​,ახალი განათლება''

წაიკითხეთ სრულად