Baby Bag

14-18 ოქტომბერს მასწავლებლებისთვის ვორქშოფი გაიმართება

14-18 ოქტომბერს მასწავლებლებისთვის ვორქშოფი გაიმართება

ქართულ-გერმანულ სამეცნიერო ხიდს (GGSB), რომელიც აერთიანებს გერმანიის რესპუბლიკის ქ. იულიხის კვლევითი ცენტრის (FZJ) ინსტიტუტებს, საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმთან (თსუ, სტუ, ილიაუნი და აგრიუნი) თანამშრომლობის 15 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს.

ამ კონცეფციის ფარგლებში, 2019 წლის 14-18 ოქტომბერს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, JULAB-ის წამყვანი მასწავლებლები ჩაატარებენ ვორქშოფს ქართველი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის, იულაბის ექსპერიმენტული ყუთის გამოყენებით, თემაზე „ელექტრობა“. ისინი ქართველ მასწავლებლებს სახალისო ექსპერიმენტებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებს გააცნობენ, რათა მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესი გაუღვივონ. ვორქშოფი მოიცავს როგორც ექსპერიმენტულ, ისე თეორიულ ნაწილს.

ვორქშოფის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს IV-VI კლასების ბუნებისმეტყველების მასწავლებლები. ვორქშოფის სამუშაო ენა - ინგლისური. ვორქშოფი უზრუნველყოფილი იქნება თარჯიმნის მომსახურებით.

ვორქშოფის გავლის შემდგომ, გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

ვორქშოფზე რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს - ​ვორქშოფი.

შეიძლება დაინტერესდეთ

​ტრენინგი პრაქტიკოსი და მაძიებელი მასწავლებლებისთვის, ის 10 კრედიტს მოგაპოვებინებთ - კურსი შედგენილია 2021 წლის განახლებული საგამოცდო პროგრამის მიხედვით!

​ტრენინგი პრაქტიკოსი და მაძიებელი მასწავლებლებისთვის, ის 10 კრედიტს მოგაპოვებინებთ - კურსი შედგენილია 2021 წლის განახლებული საგამოცდო პროგრამის მიხედვით!

2021 წლის პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდაში ცვლილებები შევიდა. ეს ცვლილებები ეხება როგორც გამოცდის დროის ხანგრძლივობას და ქულათა რაოდენობას, ასევე საკითხთა ჩამონათვალს.

პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი გთავაზობთ ტრენინგს, რომელიც მორგებულია 2021 წლის პროგრამასა და სტანდარტს.

პედაგოგთა სასერტიფიკაციო პროგრამა მოიცავს გამოცდის 10კრედიტზე ჩასაბარებლად საჭირო ყველა საკითხს. ინოვაციური სწავლების მეთოდი გაგიადვილებთ შესასწავლი მასალის აღქმა-გააზრებას!

პროგრამას გაუძღვება თსუ-ს სერტიფიცირებული ტრენერი, მეცნიერი - სოფო ბიბილაშვილი (​https://www.facebook.com/sopobibilashvili)

ტრენინგი აღიარებულია საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტად! რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ დაწყებითი საფეხურის (I-IV და/ან I-VI) პედაგოგს.

რეგისტრაცია მიმდინარეობს დაწყებითის კომბინირებულ სრულ კურსზე. 

ტრენინგები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ, თითო სემინარის ხანგრძლივობაა 2 საათი, ტრენინგები გაგრძელდება გამოცდებამდე.

კურსში შედის სამი საგანი: 

  • ქართული, 
  • მათემატიკა, 
  • ბუნებისმეტყველება.
ასევე აკადემიური უნარები - ანალიტიკური წერა და ტექსტის გააზრება.

ტრენერი გაარჩევს როგორც თეორიულ საკითხებსა და დავალებებს, ასევე გასული წლის ტესტებსაც!

ტრენინგის ღირებულებაა 90 ლარი (ერთი თვე).

მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე - ​https://bit.ly/3ywQ0DR 

რეგისტრაცია სრულდება 30 მაისს 18:00 საათზე, ტრენინგი დაიწყება 1 ივნისს და გაგრძელდება გამოცდებამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 592 477 277

R.
წაიკითხეთ სრულად