საათობრივი ბადე განსაზღვრავს მოსწავლეთა აუცილებელი კვირეული და წლიური დატვირთვის ოდენობას კლასების, სემესტრებისა და საგნების მიხედვით.
საათობრივი ბადე ქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების დაწყებითი საფეხურისთვის იხილეთ ბმულზე - საათობრივი ბადე
ბმულზე მითითებულ საათობრივ ბადეში საბაზო საფეხურის საათობრივი ბადეცაა მოცემული. თუმცა, როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში Moms.ge-ს განუცხადეს, ამ საათობრივი ბადიდან, მხოლოდ მე-7 კლასის საათობრივი ბადე შევა ძალაში ახალი სასწავლო წლიდან.
„ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024-ში მოცემული საათობრივი ბადე მოქმედია პირველიდან მეშვიდე კლასების ჩათვლით. პირველი-მეექვსე ისედაც მოქმედი იყო, ახალი სასწავლო წლიდან მე-7 კლასი შევა ძალაში. საბაზო საფეხურის დანარჩენი კლასებისთვის (მე-8 და მე-9) და საშუალო კლასებისთვის სკოლებმა უნდა იხელმძღვანელონ 2011-2016 ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული საათობრივი ბადით. ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინონ, არის ის, რომ მე-12 კლასში აბიტურის საათები უკვე გაუქმებულია,“ - აღნიშნეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში.
წაიკითხეთ სრულად