Baby Bag

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - მონაწილეთა საყურადღებოდ

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - მონაწილეთა საყურადღებოდ

2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებულ ტესტირებაზე დარეგისტრირებული იმ პირებისათვის, რომელთაც შეეცვალათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, გახანგრძლივდა რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადები მიმდინარე წლის 22 ოქტომბრის 18:00 საათამდე, - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, თუ ამ ვადაში აღნიშნული პირები არ გადაიხდიან დაწესებულ თანხას, მათი რეგისტრაცია გაუქმდება.

გადახდის შესაძლო საშუალებები:

  • ცენტრის ვებგვერდიდან იხ.ბმული - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრებით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.

შეიძლება დაინტერესდეთ

შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა გამოცდის განრიგი ცნობილია

შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა გამოცდის განრიგი ცნობილია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდის განრიგს ​აქვეყნებს. გამოცდები 2 ნოემბერს დაიწყება და 8 ნოემბერს დასრულდება.

2 ნოემბერი:
პროფესიული უნარები.
3 ნოემბერი:
პროფესიული უნარები.
4 ნოემბერი:
ქართული ენა და ლიტერატურა;
მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV).
5 ნოემბერი:
ბუნებისმეტყველება (I-VI);
ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI);
მათემატიკა (I-VI).
6 ნოემბერი:
ბიოლოგია;
გეოგრაფია;
ინგლისური ენა - წერითი ნაწილი;
რუსული ენა - წერითი ნაწილი;
გერმანული ენა - წერითი ნაწილი;
ფრანგული ენა - წერითი ნაწილი;
ქართული, როგორც მეორე ენა - წერითი ნაწილი.
7 ნოემბერი:
მუსიკა;
ისტორია;
სამოქალაქო განათლება;
ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII);
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - წერითი ნაწილი;
ინგლისური ენა - პრაქტიკული ნაწილი;
რუსული ენა - პრაქტიკული ნაწილი;
გერმანული ენა - პრაქტიკული ნაწილი;
ფრანგული ენა - პრაქტიკული ნაწილი;
ქართული, როგორც მეორე ენა - პრაქტიკული ნაწილი.
8 ნოემბერი:
ფიზიკა;
მათემატიკა (VII-XII);
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
ქიმია;
სპორტი;
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - პრაქტიკული ნაწილი.

წაიკითხეთ სრულად