Baby Bag

„მას­წავ­ლე­ბე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის­თ­ვის გა­ივ­ლის რამ­დე­ნი­მე ტრე­ნინგს, ოღონდ ამა­ში კრე­დიტ­ქუ­ლებს აღარ მი­ი­ღებს...“

„მას­წავ­ლე­ბე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის­თ­ვის გა­ივ­ლის რამ­დე­ნი­მე ტრე­ნინგს, ოღონდ ამა­ში კრე­დიტ­ქუ­ლებს აღარ მი­ი­ღებს...“

„​მას­წავ­ლე­ბე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის­თ­ვის გა­ივ­ლის რამ­დე­ნი­მე ტრე­ნინგს, ოღონდ ამა­ში კრე­დიტ­ქუ­ლებს აღარ მი­ი­ღებს,“ - აღნიშულის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლმა ბე­რი­კა შუ­კა­კი­ძემ ​„ახალ განათლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, 2020 წლი­დან კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბის სის­ტე­მასა და გა­რე ­დაკ­ვირ­ვე­ბას მას­წავ­ლებ­ლის რე­გუ­ლი­რე­ბის წესი ჩაანაცვლებს. მას­წავ­ლებ­ლის რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სის მი­ხედ­ვი­თ, მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლებს და მათ, ვი­საც სურ­ვი­ლი აქვთ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სონ მდგო­მა­რე­ო­ბა, გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა მო­უ­წევთ, ხო­ლო პრო­ფე­სი­ულ სა­ჭი­რო­ე­ბას სკო­ლა და­ად­გენს:

„2020 წლი­დან აღარ იარ­სე­ბებს აღარც კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბის სის­ტე­მა და აღარც გა­რე ­დაკ­ვირ­ვე­ბა. მას ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს მას­წავ­ლებ­ლის რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლებს და მათ, ვი­საც სურ­ვი­ლი აქვთ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სონ მდგო­მა­რე­ო­ბა, გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა მო­უ­წევთ, ხო­ლო პრო­ფე­სი­ულ სა­ჭი­რო­ე­ბას სკო­ლა და­ად­გენს. მას­წავ­ლე­ბე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის­თ­ვის გა­ივ­ლის რამ­დე­ნი­მე ტრე­ნინგს, ოღონდ ამა­ში კრე­დიტ­ქუ­ლებს აღარ მი­ი­ღებს.

მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ სა­ჭი­რო­ე­ბას და­ად­გენს სკო­ლის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ჯგუ­ფი — სკო­ლა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმის გარ­კ­ვე­ვა, თუ რა სა­ჭი­რო­ე­ბა აქვს პე­და­გოგს პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. ვფიქ­რობთ, პრაქ­ტი­კოს­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა მე­ტი სა­ა­თი უნ­და გა­ი­ა­როს პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, უფ­როს­მა, წამ­ყ­ვან­მა და მენ­ტორ­მა, შე­სა­ბა­მი­სად, ნაკ­ლე­ბი. თუმ­ცა, რა­ღაც ფორ­მით პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა ყვე­ლამ უნ­და გა­ი­ა­როს. ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დე­ბა სას­კო­ლო პრაქ­ტი­კის კვლე­ვა­ზე. რად­გან ბევ­რი სი­ახ­ლე იგეგ­მე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში, ჩვე­ნი პო­ზი­ციაა, მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­და­ემ­ზა­დონ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე, სას­კო­ლო უსაფ­რ­თხო­ე­ბა­სა და პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბა მუდ­მი­ვად სა­ჭი­როა, მაგ­რამ მას­წავ­ლებ­ლებ­ლებ­ზე აღარ იქ­ნე­ბა ზე­წო­ლა, რომ და­აგ­რო­ვონ კრე­დი­ტე­ბი. რაც შეე­ხე­ბა სა­ფე­ხუ­რებ­რივ წინ­ს­ვ­ლას, გა­მოც­დით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ვმუ­შა­ობთ გა­მოც­დის ასეთ ტიპ­ზე: მა­გა­ლი­თად, ვარ უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი და მინ­და გავ­ხ­დე წამ­ყ­ვა­ნი ან მენ­ტო­რი. ამის­თ­ვის მო­მი­წევს პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის რთუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ტეს­ტის ჩა­ბა­რე­ბა. პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში ტეს­ტი რამ­დე­ნი­მე კა­ტე­გო­რი­ად და­ი­ყო­ფა, საგ­ნის გა­მოც­და კი ერ­თი ტი­პის იქ­ნე­ბა. სა­გან­ში სა­შუ­ა­ლო ბა­რი­ე­რად გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა 50 პრო­ცენ­ტი, იგი­ვე ბა­რი­ე­რი და­წეს­დე­ბა პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­შიც.

ახა­ლი წე­სის მი­ხედ­ვით, გვექ­ნე­ბა ორი გა­მოც­და: საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი. პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში სა­მი ტი­პის გა­მოც­და იგეგ­მე­ბა — პი­რო­ბი­თად, I -II -III კა­ტე­გო­რი­ის. რო­მელ კა­ტე­გო­რი­ა­საც ჩა­ა­ბა­რებს მას­წავ­ლე­ბე­ლი, იმ კა­ტე­გო­რი­ის შე­სა­ბა­მის სტა­ტუსს მი­ი­ღებს. მა­გა­ლი­თად, თუ უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­დაწყ­ვეტს, რომ გახ­დეს პირ­და­პირ მენ­ტო­რი და აღარ სურს წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლო­ბა, ის აირ­ჩევს მენ­ტო­რის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ ტესტს და აღარ მო­უ­წევს ლო­დი­ნი, რომ ჯერ გახ­დეს წამ­ყ­ვა­ნი და შემ­დეგ მენ­ტო­რი,“ - აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ.

შეიძლება დაინტერესდეთ

„შესაძლებელია, სტატუსის ცვლილება ბაზაში მოგვიანებით აისახა, თუმცა შესაბამისი ბრძანება 10 რიცხვში იყო მზად“ - მასწავლებლის სახლი სახელფასო დანამატებზე

„შესაძლებელია, სტატუსის ცვლილება ბაზაში მოგვიანებით აისახა, თუმცა შესაბამისი ბრძანება 10 რიცხვში იყო მზად“ - მასწავლებლის სახლი სახელფასო დანამატებზე

მასწავლებლებისათვის ახალი სტატუსის მინიჭება გასული კვირიდან დაიწყო. სტატუსშეცვლილი პედაგოგებისთვის იანვრის თვის სახელფასო დანამატის დარიცხვასთან დაკავშირებით თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ​იანვარშივე დაირიცხებოდა, შემდეგ კი - ​თებერვალში.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, დანამატის დარიცხვისას შემდეგი პრინციპით ხელმძღვანელობენ:

„თუ კონკრეტული თვის 10 რიცხვში ექნება პედაგოგს ახალი სტატუსი და ბაზაში დაფიქსირებული ექნება საათები, დანამატი დაერიცხება იმავე თვეს. ხოლო თუ სტატუსის ცვლილება მოხდება 10 რიცხვის შემდეგ, დამანატი შემდეგი თვიდან დაირიცხება,“ - აღნიშნეს სამინისტროში.

როგორც ​Moms.ge-ს მასწავლებლის სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, შესაძლებელია, სტატუსის ცვლილება ბაზაში მოგვიანებით აისახა, თუმცა შესაბამისი ბრძანება 10 რიცხვში იყო მზად. 

„რადგან პედაგოგთა სტატუსის ცვლილების ბრძანება 10 რიცხვით არის დათარიღებული, სტატუსშეცვლილი მასწავლებლები იანვრის თვის სახელფასო დანამატს ამ თვეშივე მიიღებენ. მათ ნაწილს დანამატი უკვე აესახა ბაზაში, ნაწილს კი ეტაპობრივად აესახება,“ - აღნიშნეს მასწავლებლის სახლში.


თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“.

წაიკითხეთ სრულად