Baby Bag

დაწყებითი საფეხურის, ქართულის, როგორც მეორე ენის, მუსიკისა და მათემატიკის (I-VI) შედეგები ცნობილია

დაწყებითი საფეხურის, ქართულის, როგორც მეორე ენის, მუსიკისა და მათემატიკის (I-VI) შედეგები ცნობილია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული გთავაზობთ დაწყებითი საფეხურის (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება I-IV), ქართულის, როგორც მეორე ენის, მუსიკისა და მათემატიკის (I-VI) ტესტირების შედეგებს. 

შედეგების სანახავად მიჰყევით ბმულს.

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა საგნის გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ.

შეიძლება დაინტერესდეთ

ახალი პროექტი აბიტურიენტებისათვის

ახალი პროექტი აბიტურიენტებისათვის

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს.

18 აპრილიდან, ყოველ ხუთშაბათს, კვირაში ერთხელ ცენტრის Facebook-ის გვერდზე აბიტურიენტების დასმულ კითხვებს სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლები უპასუხებენ.

13:00 საათიდან 16:00 საათამდე ყველა აბიტურიენტს საშუალება ექნება უშუალოდ საგნობრივი ჯგუფის წევრისგან მიიღოს მისთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ცვლილება წელს ოთხ გამოცდას (ქართული ენა და ლიტერატურა, ლიტერატურა, გეოგრაფია, უცხოური ენა) შეეხო.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
წაიკითხეთ სრულად