Baby Bag

მასწავლებლის სახლში 7 დღიანი ტრენინგი ჩატარდა

მასწავლებლის სახლში 7 დღიანი ტრენინგი ჩატარდა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლების ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგად სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის 19 კონსულტანტ-მასწავლებელი შეირჩა.

პროგრამის ახალ მონაწილეებს მასწავლებლის სახლში 7 დღიანი მოსამზადებელი საორიენტაციო ტრენინგები შემდეგი მიმართულებით ჩაუტარდათ:

• თანამედროვე მიდგომები სწავლებაში
• მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო - სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები

ტრენინგების დასრულებისთანავე პროგრამის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში შესაბამის ვაკანტურ ადგილებზე განაწილდნენ (სამეგრელო/ზემო სვანეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, რაჭა, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი).

პროგრამის მიზანია საქართველოს მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და ხარისხიანი განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ასევე, ადგილობრივი მასწავლებლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და თანამშრომლობითი კულტურის განვითარება.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხელფასების ზრდა მასწავლებელთა წახალისების ერთ-ერთი კომპონენტია“ - ირინა აბულაძე სიახლეებზე საუბრობს

„ხელფასების ზრდა მასწავლებელთა წახალისების ერთ-ერთი კომპონენტია“ - ირინა აბულაძე სიახლეებზე საუბრობს

2019 წლის სექტემბრიდან მასწავლებელთა ანაზღაურება იზრდება. ხელფასის ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება და 2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ანაზღაურება 1500 ლარს და მეტს მიაღწევს. სწორედ ამას ითვალისწინებს განათლების კომპლექსური რეფორმა, რომლის მიზანია სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდა. 

რა სიახლეები იგეგმება ახალი სასწავლო წლიდან და რას გულისხმობს განათლების სამინისტროს რეფორმა, დეტალებზე განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე საუბრობს.

წაიკითხეთ სრულად