Baby Bag

მასწავლებლის სახლში ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა

მასწავლებლის სახლში ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა

2 დეკემბერს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში წლის შემაჯამებელი, ორდღიანი კონფერენცია „eTwinning დემოკრატიისთვის“ გაიხსნა.

ღონისძიება ევროკავშირის პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, ხაზი გაუსვას აქტიური მოქალაქის უპირატესობებს. ასევე, აჩვენოს, რომ მასწავლებლებს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ მდგრადი დემოკრატიის განვითარებაში.

სწორედ ამ შინაარსს ეხება კონფერენცია, რომელშიც 100-ზე მეტი პედაგოგი, 30 სკოლის მოსწავლე და განათლების ექსპერტები მონაწილეობენ.

საპატიო სტუმრის სტატუსით, ძირითად მომხსენებლად მოწვეულია ევროპის საბჭოს ექსპერტი, ციურიხის მასწავლებელთა განათლების უნივერსიტეტის პროფესორი, საპატიო დოქტორი, საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელი როლფ გოლობი, რომელიც მონაწილეებს დემოკრატიის განვითარების კუთხით სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში არსებულ გამოწვევებს აცნობს.

პროგრამა eTwinning საქართველოში აერთიანებს 1200-მდე მასწავლებელს 600 სკოლიდან. ისინი პროექტებს უცხოელ კოლეგებთან ერთად გეგმავენ და ახორციელებენ.

შეიძლება დაინტერესდეთ

​თბილისის თავისუფალი აკადემია მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე მიღებას აცხადებს

​თბილისის თავისუფალი აკადემია მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე მიღებას აცხადებს

თბილისის თავისუფალი აკადემია აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე შემდეგი მიმართულებებით:

  • დაწყებითი საფეხურის (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება - I-IV კლასები) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;
  • დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასის) მათემატიკის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;
  • ქართულის, როგორც მეორე/უცხოური ენის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (დაწყებითი-საბაზო-საშუალო საფეხური).


​​სწავლის ღირებულებაა 2️⃣0️⃣2️⃣0️⃣ ლარი.

სარეგისტრაციო ფორმა⤵

https://bit.ly/3n3ez​F8

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ თბილისის თავისუფალი აკადემიის ოფიციალურ ვებგვერდს: www.freeacademy.edu.ge

Tel: 032 236 91 60

e-Mail: [email protected]

R.

წაიკითხეთ სრულად