2019 წლის ოქტომბრიდან დაიწყო პედაგოგთა ანაზღაურების ზრდის პროცესი, რომელიც უწყვეტად გაგრძელდება და 2022 წელს მასწავლებლის ანაზღაურება საშუალოდ 1500-1800 ლარს მიაღწევს, - აღნიშნული დაპირება მასწავლებლებს განათლების ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მისცა.
მისივე თქმით, 2022 წლისათვის უფროსს მასწავლებელს ანაზღაურება 1700, წამყვან მასწავლებელს - 2135, მენტორ მასწავლებელს კი 2445 ლარი უნდა ჰქონდეს. პედაგოგების გარდა, ხელფასები უნდა გაეზარდოთ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ტექნიკურ მუშაკებს - საშუალოდ 20%-ით.
სწორედ ეს არის დაპირება, რომლის შესრულებასაც პედაგოგები განათლების ახალი მინისტრისგან - მიხეილ ჩხენკელისგან ელოდებიან.
წაიკითხეთ სრულად