Baby Bag

ბერიკა შუკაკიძემ „დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 5 პედაგოგს გადასცა

ბერიკა შუკაკიძემ „დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 5 პედაგოგს გადასცა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ „დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 5 პედაგოგს გადასცა. ღონისძიებას ადგილობრივი რესურსცენტრის წარმომადგენლები, დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

ქეთევან ბერიძე სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის 54-ე საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის და 30 წლიანი სამუშაო გამოცდილების მიუხედავად, პროფესიულ განვითარებაზე გამუდმებით ზრუნავს.

ცარო მაისურაძე მოსწავლეებს გამორჩეულად უყვართ. ის გეოგრაფიას ქალაქ თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში ასწავლის და პედაგოგიური მოღვაწეობის 40 წლიანი გამოცდილება აქვს.

ლუიზა ლომჯარია ინგლისური ენის მასწავლებელია. პედაგოგიური საქმიანობა 43 წლის წინ დაიწყო და თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში დღემდე წარმატებით აგრძელებს.

შალვა ხუციშვილი თბილისის 219-ე საჯარო სკოლის პედაგოგია და უკვე 39-ე წელია მოსწავლეებს მათემატიკას წარმატებით ასწავლის.

მარინა მამულაშვილი თბილისის 140-ე საჯარო სკოლაში ქიმიის პედაგოგია,33 წლიანი სამუშაო სტაჟით.მისი გაკვეთილები მრავალფეროვანი, განსხვავებული და საინტერესოა.

„დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით დაწესდა. წლის ბოლომდე ყველა რესურსცენტრი წარადგენს იმ ადამიანებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის წინაშე.

შეიძლება დაინტერესდეთ

კიდევ ერთი შანსი უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის სტატუსის ასამაღლებლად - რეგისტრაცია სრულდება 3 მარტს 23:00

კიდევ ერთი შანსი უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის სტატუსის ასამაღლებლად - რეგისტრაცია სრულდება 3 მარტს 23:00

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უფროს პედაგოგებს წინსვლის საშუალება კიდევ ერთხელ მისცა. კერძოდ, პედაგოგთა გამოცდებს დაემატა ახალი გამოცდა - წამყვანი და მენტორი მასწავლებლების გამოცდა, რომელიც სრულიად განსხვავებული საგამოცდო პროგრამით არის შედგენილი.

იმისათვის, რომ პედაგოგმა დამოუკიდებლად შეძლოს გამოცდისთვის მომზადება, მან ყოველდღიურად მინიმუმ 5-6 საათი უნდა დაუთმოს საკითხების დამუშავებას, ტესტების მოფიქრებასა და ცოდნის გაღრმავებას. ეს სკოლაში მომუშავე ადამიანისთვის საკმაოდ დიდი დროა!

თუ თქვენ არ გაქვს დრო იმისათვის, რომ დამოუკიდებლად ყოველდღიურად 6 საათი დაუთმოთ აღნიშნული საკითხების დამუშავებას, შეგიძლიათ მიმართოთ სასწავლო ტრენინგს. ტრენერი თავად წარმოგიდგენთ დამუშავებულ პროგრამასა და თითოეულ საკითხზე შემუშავებულ ტესტებს, რაც დაგიზოგავთ დროსა და ენერგიას.

წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდისთვის მოსამზადებელ სწავლებაზე რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს!

სწავლება მოიცავს:

  • საკითხების დამუშავებასა და დამუშავებული თეორიული მასალის მოწოდებას
  • ყველა საკითხის შესაბამის ტესტურ და სიტუაციურ დავალებას
  • სემინარების ჩაწერასა და განთავსებას ჯგუფში, რათა შეძლოთ მასალის ხელახალი დამუშავება

რეგისტრაცია სრულდება 3 მარტს!

სემინარები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ხანგრძლივობა 2-3 საათი (სულ 4 თვე)

ერთი თვის ღირებულებაა 130 ლარი

კურსის მენტორი სოფო ბიბილაშვილი

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

https://forms.gle/wjQ4JKFxJpKjyQo59

ან დაგვიკავშირდით: 591504325 ან 592477277

წაიკითხეთ სრულად