Baby Bag

5 სკოლის მასწავლებლებს ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი ტრენინგს უტარებს

5 სკოლის მასწავლებლებს ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი ტრენინგს უტარებს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლები მოსწავლეებში ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის საკითხებზე სკოლის მასწავლებლების გადამზადებას ახორციელებენ, - ინფორმაციას მანდატურის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტრენინგი იმ საპილოტე სკოლებში ტარდება, სადაც მანდატურის სამსახურის მიერ შემუშავებული სოციალური უნარ-ჩვევების გაუმჯობესების გრძელვადიანი პროექტი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, გადამზადებას თბილისის 48-ე, 138-ე, 85-ე, 162-ე და ბათუმის მე-8 საჯარო სკოლების პედაგოგები გადიან.

„სკოლის მასწავლებლების გადამზადება ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის მტკიცებულებითი მეთოდის (EU DAP Unplugged Program) გამოყენებით მიმდინარეობს. მეთოდი, სახელწოდებით - „ცოცხალი შესრულებით“ წარმოადგენს 12-13 წლის მოზარდებისთვის, სკოლის ფარგლებში განსახორციელებლად განკუთვნილ, ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის პროგრამას და ეფუძნება კოგნიტური სოციალური გავლენის მოდელს. ეს სრულიად ახალი მეთოდია ამ მიმართულებით, რომელიც ევროკავშირის 15 ქვეყანაში ერთდროულად, წარმატებით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია მანდატურის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებელთა ტრენინგებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

მასწავლებელთა ტრენინგებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

მასწავლებელთა ტრენინგებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს, ინფორმაციას UG-PriEd დაწყებითი განათლების პროექტი ავრცელებს.

დაინტერესებულ პირებს შემდეგ ტრენინგებზე შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა:

წიგნიერების მიმართულება

1. ტრენინგი "წიგნიერების განვითარება" 🔄 განახლებული
თარიღი: 16-17 ივლისი, 2019
ვისთვის არის კურსი: (1) დაწყებითი საფეხურის ქართულის მასწავლებლებისთვის და (2) სხვადასხვა საგნის (გარემოს, ისტორიის....) მასწავლებლებისთვის
ხანგრძლივობა: 2 დღე
ღირებულება: 90 ლარი
სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/kk3CaYUDhozfZi1d8

2. ტრენინგი "კითხვისა და წერის სწავლება დიფერენცირებული და პროექტული მეთოდით" 🔄 განახლებული
თარიღი: 20-21 ივლისი, 2019
ვისთვის არის კურსი: დაწყებითი საფეხურის ქართულის მასწავლებლებისთვის
ხანგრძლივობა: 2 დღე
ღირებულება: 90 ლარი
სარეგისტრაციო ფორმა:
https://forms.gle/AHzs6impNRziPffHA

3.2. ტრენინგი "დიფერენცირებული და პროექტული მეთოდით სწავლება დაწყებით საფეხურზე" 🔄 განახლებული
ვისთვის არის კურსი: სხვადასხვა საგნის (გარემოს, ისტორიის....) მასწავლებლებისთვის
ხანგრძლივობა: 2 დღე
ღირებულება: 90 ლარი
სარეგისტრაციო ფორმა:
https://forms.gle/AFN5SJfSYZdANHAj6

4. ტრენინგი "კითხვის სწავლება წინასაანბანო და საანბანო პერიოდში" 🔵 სიახლე
ვისთვის არის კურსი: დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის (1 კლასი)
თარიღი: 24-25 ივლისი, 2019
ხანგრძლივობა: 2 დღე
ღირებულება: 80 ლარი
სარეგისტრაციო ფორმა:
https://forms.gle/mnK73MeHTFBJLYSG8

ჩვენი პროგრამების ეფექტურობა განპირობებულია იმითი, რომ ცენტრი სისტემატიურად ანახლებს შინაარსს მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად და სთავაზობს მათ კონკრეტულ საჭიროებაზე მორგებულ პროდუქტს.

წაიკითხეთ სრულად