Baby Bag

ქართველი პედაგოგებისათვის ტრენერთა ტრენინგები ჩატარდა

ქართველი პედაგოგებისათვის ტრენერთა ტრენინგები ჩატარდა

13-17 იანვარს ბრიტანელმა ექსპერტმა და ტრენერმა, ქრის ქელიმ, ქართველი პედაგოგებისათვის ჩაატარა ტრენერთა ტრენინგები, რომელიც სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიით დასრულდა.

პროექტი სახელწოდებით „სწავლება წარმატებისთვის, პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და ინტერდისციპლინარული თანამშრომლობა“ ბრიტანეთის საბჭოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით 2019 წლის სექტემბერიდან ხორციელდება.

პროექტის მიზანია თემატური სწავლებისა და ინტერდისციპლინარული თანამშრომლობის ხელშეწყობა ზოგად განათლებაში შინაარსისა და ენის ინტეგრირებული სწავლების (CLIL) მეთოდოლოგიის გამოყენებით.

პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეების ინგლისური ენის კომპეტენციების გაუმჯობესებას, მათ ინფორმირებულობას გლობალურ საკითხებზე და ახალგაზრდებში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას. მასწავლებლებს კი ექნებათ წვდომა პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე და შეძლებენ გააუმჯობესონ ინგლისურის სწავლა-სწავლების ხარისხი.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლი „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, კიდევ ერთ პოზიციაზე აცხადებს ვაკანსიას

მასწავლებლის სახლი „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, კიდევ ერთ პოზიციაზე აცხადებს ვაკანსიას

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის - „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გეგმავს შემდეგი პოზიციისთვის კანდიდატთა შერჩევას:

ლიდერობის განვითარების ექსპერტი;

დაინტერსებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნული პოზიციისთვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, შეუძლიათ გაგზავნონ CV ელ-ფოსტაზე: [email protected] არა უგვიანეს 2019 წლის 2 ივლისის ჩათვლით.

ვაკანსიასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - ​კანდიდატთა შერჩევა „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში.​

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის სახლმა მიმდინარე თვის დასაწყისში, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, სამ პოზიციაზე გამოაცხდა კანდიდატთა შერჩევა:


წაიკითხეთ სრულად