გაგრძელდება თუ არა კრედიტქულების დაგროვება იმ პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, რომლებსაც გამოცდა ჩაბარებული აქვთ, მაგრამ უფროსის სტატუსის მისანიჭებლად ქულა აკლდებათ? - Moms.ge-ს კითხვას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში უპასუხეს.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, ამ კითხვაზე ჯერჯერობით პასუხი არ აქვთ, რადგან ელოდებიან რეგულირების წესს, სადაც გაწერილი იქნება ყველა საკითხი. მასწავლებლის სახლის ინფორმაციით, დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობს და მალე გამოქვეყნდება. თუმცა გამოქვეყების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ.
როგორც დაანონსდა, 2020 წლიდან კრედიტქულების დაგროვების სისტემასა და გარე დაკვირვებას მასწავლებლის რეგულირების წესი ჩაანაცვლებს. ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ ისაუბრა.
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“.