„მშვიდობას თავისუფალი ადამიანები ამყარებენ“ - მოისმინეთ 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულის გიორგი ჭაუჭიძის ნამდვილი ამბავი
შეიძლება დაინტერესდეთ
ვინ არის მაძიებელი და რა კვალიფიკაცია მოეთხოვება მას
მაძიებელი არის პირი, რომელიც მასწავლებლისთვის განკუთვნილი მოთხოვნებიდან ვერც ერთს ვერ აკმაყოფილებს:
კერძოდ,
1. პირი, რომელსაც აქვს სქემით მინიჭებული ნებისმიერი სტატუსი (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი, მენტორი);
2. სერტიფიცირებული მასწავლებელი;
3. პირი, რომელსაც დიპლომით უდასტურდება, რომ აქვს მასწავლებლობის უფლება და ამავე დროს ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა;
4. პირი, რომელსაც აქვს დოქტორის/დოქტორთან გათანაბრებული ხარისხი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ რომელიმე საგანში ან საგნობრივ ჯგუფში;
5. პირი, რომლესაც ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა და გავლილი აქვს 60 კრედიტიანი ან სხვა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.