„მშვიდობას თავისუფალი ადამიანები ამყარებენ“ - მოისმინეთ 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულის გიორგი ჭაუჭიძის ნამდვილი ამბავი
შეიძლება დაინტერესდეთ
პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი ტესტის ქულები სქემით გათვალისწინებული პროცენტების მიხედვით
მასწავლებლობის მსურველებმა კომპეტენციის დასადატურებლად გამოცდაზე 60%-ზე მეტი უნდა დააგროვონ, ხოლო პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის კრედიტების დაგროვების სისტემა მოქმედებს.
როგორც მასწავლებლის სახლში განგვიმარტეს, პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი ტესტის ქულები სქემით გათვალისწინებული პროცენტების მიხედვით იგივეა, რაც 2018 წელს იყო.
პრაქტიკოსი მასწავლებლები გამოცდაზე მიღებული ქულების შესაბამისად აგროვებენ 1, 4, 7 და 10 კრედიტქულას.
1 კრედიტის მოსაპოვებლად საჭიროა ქულათა 31%-დან 41%-მდე მიღება;
4 კრედიტის მოსაპოვებლად საჭიროა ქულათა 41%-დან 51%-მდე მიღება;
7 კრედიტის მოსაპოვებლად საჭიროა ქულათა 51%-დან 61%-მდე მიღება;
10 კრედიტის მოსაპოვებლად საჭიროა ქულათა 61%-დან და მეტის მიღება.
პროცენტების გადანაწილება ქულებში საგნების მიხედვით იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში: