„მშვიდობას თავისუფალი ადამიანები ამყარებენ“ - მოისმინეთ 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულის გიორგი ჭაუჭიძის ნამდვილი ამბავი
შეიძლება დაინტერესდეთ
იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო ვერ მოახერხეს გამოცდაზე დასწრება, დამატებით ერთი საგამოცდო სესია განისაზღვრა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების მიზნით, იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ვერ მოახერხეს გამოცდაზე დასწრება COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, განისაზღვრა დამატებით ერთი საგამოცდო სესია შემდეგ საგნებში:
- ქართული ენა და ლიტერატურა - 21 ივლისი (II სესია);
- მათემატიკა - 23 ივლისი (II სესია);
- უცხოური ენა - 25 ივლისი (II სესია).
ცენტრის ცნობით, დეტალური ინფორმაცია სხვა დამატებითი სესიების ჩატარების თაობაზე გამოქვეყნდება ეტაპობრივად.