Baby Bag

მასწავლებლის სახლი განცხადებას ავრცელებს

მასწავლებლის სახლი განცხადებას ავრცელებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგთა საყურადღებოდ ​განცხადებას ავრცელებს. 

ცენტრის ცნობით, გარკვეული ორგანიზაციები ავრცელებენ ინფორმაციას ტრენინგ-მოდულებზე რეგისტრაციის შესახებ და ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ მონაწილე მასწავლებლებს კრედიტქულების მინიჭებას პირდებიან, მთავარ პარტნიორად კი უთითებენ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს“. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

„ნებისმიერი ტრენინგი, რომელსაც ორგანიზებას ან პარტნიორობას უწევს „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“, ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა და facebook გვერდზე.

ინფორმაციის გადამოწმება კონკრეტული ტრენინგის შესახებ შესაძლებელია ცენტრის ცხელ ხაზზეც: 2 200 220 (47-08),“ - აღნიშნულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

2019 წლის საუკეთესო მასწავლებლები დაჯილდოვდნენ

2019 წლის საუკეთესო მასწავლებლები დაჯილდოვდნენ

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლები დააჯილდოვა.

ცენტრის ცნობით, საუკეთესო სპეციალური მასწავლებელი ირინე ფიროსმანაშვილი გახდა. ქიმიის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსში თინათინ ბუთხუზმა გაიმარჯვა, ხელოვნების საუკეთესო მასწავლებელი - გვანცა აქიმიძე, ინფორმაციული ტექნოლოგიების საუკეთესო მასწავლებელი - ტოლია კილასონია, სპორტის საუკეთესო მასწავლებელი - ზურაბ ჯუშოშვილი, მუსიკის საუკეთესო მასწავლებელი - ნინო ქარდავა-პაქსაშვილი.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“.
წაიკითხეთ სრულად