მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი eTwinning-ის პორტალზე მასწავლებელთა რეგისტრაციას აცხადებს.
რეგისტრაციისათვის მსურველები უნდა შევიდნენ შემდეგ მისამართზე: https://plus.etwinning.net/en/pub/index.htm დააკლიკონ ფანჯარაზე login/register და შემდეგ მიჰყვნენ ბმულს don’t have an account? Get started
გაითვალისწინეთ!!!
- ინფორმაცია ივსება ინგლისურ ენაზე;
- სახელი და გვარი მითითებული უნდა იყოს ისე, როგორც წერია პირადობის მოწმობაში;
- სკოლის სახელწოდება უნდა შეივსოს სრულყოფილად. მაგ: LEPL Tbilisi N0 Public School ; LEPL Khashuri Municipality Village ….. Public School
- რეგისტრაციისას გამოიყენეთ მოქმედი მეილი.
რეგისტრაციის პროცესი:
ნაბიჯი N1:
რეგისტრაციის დასაწყებად მომხმარებელი უნდა შევიდეს eTwinning-ის პორტალზე https://plus.etwinning.net/en/pub/index.htm დააკლიკოს ფანჯარაზე login/register და შემდეგ მიჰყვეს ბმულს don’t have an account? Get started , პირველ ეტაპზე მომხმარებელი გადავა წინასწარ სარეგისტრაციო გვერდზე და ავსებს მოთხოვნილ ინფორმაციას.
ამის შემდგომ, მომხმარებელი მიიღებს ელ. ფოსტაზე სარეგისტრაციო ბმულს. ბმულზე გადასვლის შემდეგ ინფორმაცია დაყოფილია ოთხ ნაწილად 1) about your school 2) about yourself 3) Twinning preference 4) Preview & validation
ნაბიჯი N2: about your school
მომხმარებელმა უნდა მიუთითოს სკოლის სახელწოდება სრულყოფილად.
სკოლის საძიებო ველში მიუთითეთ რეგიონი და ქალაქი. თუ თქვენთვის სასურველი სკოლა არ იქნება ჩამონათვალში, გამოჩნდება ფანჯარა ‘Add a new school’ და მომხმარებელმა დეტალურად უნდა შეავსოს ინფორმაცია სკოლის შესახებ.
ნაბიჯი N3:
მომხმარებელი ავსებს ინფორმაციას საკუთარი თავის შესახებ, რა როლი აქვს სკოლაში, რომელ საგანს ასწავლის, რომელ ენებს ფლობს და ა.შ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, როდესაც დაიწყებთ Twinning preferences -ის შევსებას, სადაც იქნებ შემდეგი ფანჯარა : Briefly describe yourself (interests, why you registered in eTwinning, etc.). ამ ველში აუცილებლად მიუთითეთ თქვენი პირადი ნომერი, რათა ადვილად მოხდეს თქვენი იდენტიფიკაცია.
ნაბიჯი N4: Preview and Validation
ეს არის ბოლო ეტაპი, Submit ღილაკზე დაკლიკებით მიიღებთ შეტყობინებას მეილზე რეგისტრაციის შესახებ.
რეგისტრაცია გაუქმდება, თუ :
- აპლიკაცია შევსებული იქნება ქართულ ენაზე;
- სკოლის სახელწოდება იქნება არასრულად შევსებული;
კითხვების შემთხვევაში მისწერეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected]
შეგახსენებთ, რომ პროგრამა eTwinning Plus-ს ცენტრი ევროკომისიის დახმარებით 2013 წლიდან ახორციელებს, მისი მიზანია ქართველი და ევროპელი მასწავლებლების დამეგობრება, კომუნიკაცია და გამოცდილების გაზიარება. eTwinning-ის ფარგლებში ქართველი მასწავლებლები თანამშრომლობენ ევროპელ კოლეგებთან, რათა ერთობლივად დაგეგმონ საგანმანათლებლო პროექტები.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.