Baby Bag

სპეცმასწავლებლებისთვის 120-საათიანი ტრენინგები იგეგმება

სპეცმასწავლებლებისთვის 120-საათიანი ტრენინგები იგეგმება
„სპეცმასწავლებლებისთვის განკუთვნილ 120-საათიან ტრენინგებზე რეგისტრაცია დაახლოებით იანვრის თვეში გამოცხადდება,“ - ამის შესახებ ​Yts.ge-ს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.
როგორც მასწავლებლის სახლში აღნიშნეს, ტრენინგებზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია მათ ​ვებგვერდზე განთავსდება. რაც შეეხება ტრენინგების ჩატარების თარიღს, ამ ეტაპზე ცენტრში კონკრეტულ დროს ვერ ასახელებენ.

შეგახსენებთ, რომ სპეციალურ მასწავლებლებს მასწავლებლის სტატუსი რამდენიმე თვის წინ მიენიჭათ. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების ფარგლებში:

  • სპეციალური მასწავლებელი გახდა მასწავლებელი;
  • სისტემამ აღიარა ალტერნატიული და გაფართოებული სასწავლო გეგმები;
  • სპეციალურ სკოლებს შეეცვალა სტატუსი და გახდა რესურს სკოლები;
  • გაჩნდა ინტეგრირებული და სპეციალიზებული კლასების ტერმინთა განმარტებები.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლი სკოლების დირექტორებისთვის და ადმინისტრაციული გუნდისთვის ლექცია-ვებინარებს ჩაატარებს

მასწავლებლის სახლი სკოლების დირექტორებისთვის და ადმინისტრაციული გუნდისთვის ლექცია-ვებინარებს ჩაატარებს

​მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სკოლების დირექტორებისთვის და ადმინისტრაციული გუნდისთვის ლექცია-ვებინარებს ჩაატარებს. იხილეთ დაგეგმილი აქტივობების ანონსი

წაიკითხეთ სრულად