Baby Bag

სპეცმასწავლებლებისთვის 120-საათიანი ტრენინგები იგეგმება

სპეცმასწავლებლებისთვის 120-საათიანი ტრენინგები იგეგმება
„სპეცმასწავლებლებისთვის განკუთვნილ 120-საათიან ტრენინგებზე რეგისტრაცია დაახლოებით იანვრის თვეში გამოცხადდება,“ - ამის შესახებ ​Yts.ge-ს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.
როგორც მასწავლებლის სახლში აღნიშნეს, ტრენინგებზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია მათ ​ვებგვერდზე განთავსდება. რაც შეეხება ტრენინგების ჩატარების თარიღს, ამ ეტაპზე ცენტრში კონკრეტულ დროს ვერ ასახელებენ.

შეგახსენებთ, რომ სპეციალურ მასწავლებლებს მასწავლებლის სტატუსი რამდენიმე თვის წინ მიენიჭათ. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების ფარგლებში:

  • სპეციალური მასწავლებელი გახდა მასწავლებელი;
  • სისტემამ აღიარა ალტერნატიული და გაფართოებული სასწავლო გეგმები;
  • სპეციალურ სკოლებს შეეცვალა სტატუსი და გახდა რესურს სკოლები;
  • გაჩნდა ინტეგრირებული და სპეციალიზებული კლასების ტერმინთა განმარტებები.

შეიძლება დაინტერესდეთ

2018 წელს საქართველოში 22 სკოლის მშენებლობა დასრულდა

2018 წელს საქართველოში 22 სკოლის მშენებლობა დასრულდა

​საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს 22 სკოლის მშენებლობა დასრულდა. ამასთან, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3 სკოლას; 84 სკოლას კი - ნაწილობრივი რეაბილიტაცია.

უწყების ცნობით, 180-მდე სკოლა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დაფინანსდა; Mcc-ის (Millennium Challenge Corporation) მიერ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 58 სკოლას; 57 სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის დაფინანსდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები.

წაიკითხეთ სრულად