ტრენინგ ცენტრი „ცოდნა“პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ონლაინ ტრენინგებს აგრძელებს.
ცენტრის წარმომადგენლების თქმით, პედაგოგებს აღნიშნული კურსი 4 კრედიტის მოპოვებაში დაეხმარებათ. ასევე, მასწავლებლები საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატს მიიღებენ:
„ტრენინგები მასწავლებლების წარმატებული საქმიანობისა და პროფესიული ზრდისთვის აუცილებელია. ამიტომაც 15 მარტიდან რეგისტრაციის მეორე ეტაპი დავიწყეთ და საქართველოს ყველა რეგიონს მოვიცავთ. ტრენინგებს საერთაშორისო დონის ტრენერები ატარებენ. გაითვალისწინეთ - იმ პედაგოგებმა, რომლებმაც გაიარეს 2019 წელს ტრენინგი, 2020 წლის პროექტში ვერ ჩაერთვებიან,“ - აღნიშნავენ ცენტრში.
ტრენინგ ცენტრი „ცოდნა“ 2019 წლიდან საქართველოს ყველა ქალაქში წარმატებულ 100 საათიან ტრენინგ კურსს უწევს ორგანიზებას. ჯამში კურსი 6000 პედაგოგმა გაიარა.
სწავლების დაწყება შესაძლებელია დარეგისტრირებისთანავე.