Baby Bag

ონლაინ ტრენინგი, რომელიც 4 კრედიტის მოპოვებაში დაგეხმარებათ

ონლაინ ტრენინგი, რომელიც 4 კრედიტის მოპოვებაში დაგეხმარებათ

ტრენინგ ცენტრი ​„ცოდ​ნა“ პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ონლაინ ტრენინგებს აგრძელებს. 

ცენტრის წარმომადგენლების თქმით, პედაგოგებს აღნიშნული კურსი 4 კრედიტის მოპოვებაში დაეხმარებათ. ასევე, მასწავლებლები საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატს მიიღებენ:

„ტრენინგები მასწავლებლების წარმატებული საქმიანობისა და პროფესიული ზრდისთვის აუცილებელია. ამიტომაც 15 მარტიდან რეგისტრაციის მეორე ეტაპი დავიწყეთ და საქართველოს ყველა რეგიონს მოვიცავთ. ტრენინგებს საერთაშორისო დონის ტრენერები ატარებენ. გაითვალისწინეთ - იმ პედაგოგებმა, რომლებმაც გაიარეს 2019 წელს ტრენინგი, 2020 წლის პროექტში ვერ ჩაერთვებიან,“ - აღნიშნავენ ცენტრში. 

ტრენინგ ცენტრი „ცოდნა“ 2019 წლიდან საქართველოს ყველა ქალაქში წარმატებულ 100 საათიან ტრენინგ კურსს უწევს ორგანიზებას. ჯამში კურსი 6000 პედაგოგმა გაიარა. 

სწავლების დაწყება შესაძლებელია დარეგისტრირებისთანავე.

ტრენინგის გავლა ფასიანია. 

დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე - 597 906 490

R.

ტრენინგ ცენტრი „ცოდნა“ ზრუნავს თქვენს განათლებასა და განვითარებაზე!

„სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე, მაგრამ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდ...
„სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე, მაგრამ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა...
„ეროვნული გამოცდები ჩატარდება, შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება“ - გიორგი გახარია
„ეროვნულ გამოცდებს არაფერი ემუქრება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, განათლების სამინისტრო დისტანციური სწავლების მეთოდს ეფექტიან...