Baby Bag

როდისთვის დამტკიცდება ახალი რეგულირების წესი და ჩაერთვებიან თუ არა სქემაში სპეცმასწავლებლებიც? - ბერიკა შუკაკიძის პასუხი

როდისთვის დამტკიცდება ახალი რეგულირების წესი და ჩაერთვებიან თუ არა სქემაში სპეცმასწავლებლებიც? - ბერიკა შუკაკიძის პასუხი

როდისთვის დამტკიცდება ახალი რეგულირების წესი და ჩაერთვებიან თუ არა სქემაში სპეცმასწავლებლებიც? - აღნიშნულ კითხვებს მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ ​,,ახალი განათლებასთან'' მიცემულ ინტერვიუში უპასუხა.  

მისი თქმით, ახალი რეგულირების წესი, სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე დამტკიცდება. რაც შეეხებათ სპეცმასწავლებლებს, მათ სქემაში ჩართვაზე მუშაობა მიმდინარეობს:

,,უახლოეს პერიოდში აუცილებლად დამტკიცდება რეგულირების წესი (იმედია, ამ თვის ბოლომდე), რადგან ადრინდელ ვერსიაში გამოტოვებული იყო სპეცმასწავლებელი, არ გვინდოდა ახლაც ასე მომხდარიყო - მასწავლებელი არის მასწავლებელი. მეტიც, სპეცმასწავლებელს კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მივიჩნევ იმ თვალსაზრისით, რომ მოწყვლად ჯგუფთან უწევს სასწავლო პროცესის წარმართვა. სამწუხაროდ, დღეს კიდევ უფრო იზრდება სსსმ ბავშვების პოპულაცია, მით უფრო ასეთ პირობებში, ახლა მეტი ყურადღება უნდა გავამახვილოთ სპეცმასწავლებელზე. ამიტომ მათი გამოტოვება სქემიდან არასწორი იქნება. პირადად ეკა დგებუაძის მოსაზრება იყო, რომ სპეცმასწავლებლები აუცილებლად ჩართულიყვნენ სქემაში. ბუნებრივია, ჩვენ ეს გავითვალისწინეთ და ახლა ამაზე მიდის გადაწყობა. იმედია, თვის ბოლომდე, სქემა დამტკიცდება,'' - დასძინა ბერიკა შუკაკიძემ.

არ გამოგრჩეთ!!! მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“

​„კრედიტქულების დაგროვება ჯერჯერობით არ უქმდება“ - ბერიკა შუკაკიძე „მასწავლებლის რეგულირებ...
„მასწავლებლის რეგულირების წესი“, რომელიც პედაგოგებს პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალ შესაძლებლობებს მისცემს, შემუშავებულია და განხილვის პროცესს გადის. დოკუმენტი ახალ ფორმატში გააერ...
,,მასწავლებლების უმეტესობამ ისე მოინდომა, რომ მართლა გადააჭარბა იმ ცუდ მოლოდინს, რაც სკეპტ...
როგორ წარმოაჩინეს ჩვენმა მასწავლებლებმა თავი ამ კრიზისულ სიტუაციაში? - ,,ახალი განათლების'' აღნიშნულ კითხვას მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ უპასუხა. მისი თქმით, მა...

შეიძლება დაინტერესდეთ

როდიდან შეძლებენ აპლიკანტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას - Naec

როდიდან შეძლებენ აპლიკანტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას - Naec

საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შესაძლებელი იქნება 20 ივნისის შემდეგ, - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

„ბარათის ამოსაბეჭდად, ნებისმიერ ხელმისაწვდომ კომპიუტერზე, პირად გვერდზე (სადაც ირჩევთ გამოცდებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, ნახულობთ შედეგებს) უნდა გამოიყენოთ ღილაკი - „დაბეჭდეთ ბარათი“.

ბარათზე მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო.

​მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა.შ) გარეშე.

საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება თქვენი საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში,“ - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად