Baby Bag

როდის დაიწყება 5-კრედიტიანი ტრენინგები?

როდის დაიწყება 5-კრედიტიანი ტრენინგები?

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 5-კრედიტიანი ტრენინგები ჯერ არ დაწყებულა. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, როდის ჩატარდება ტრენინგები.

„როგორც კი ტრენინგების ჩატარების დრო დაზუსტდება, ინფორმაცია განთავსდება ცენტრის ვებგვერდზე“, - აღნიშნეს მასწავლებლის სახლში.

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“

,,ტელესკოლის'' გაკვეთილი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,პირველი არხი - განათლება” (ყოფილი მეორე არხი) ეთერით მოსწავლეებისთვის „ტელესკოლა“ დაიწყო.ტელეგაკვეთილები ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან,...
სასარგებლო რჩევები მასწავლებლებს ვირტუალური სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად
ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორი კორტნი ჰარინგტონი, რომელიც ონლაინ სწავლების ორი წარმატებული პროგრამის ავტორია, მასწავლებლებს საინტერესო რჩევებს აძლევს. ვირტუალურ რეჟიმში სწავლება ყველა პედა...

შეიძლება დაინტერესდეთ

2019 წელს მასწავლებლის სახლი საუკეთესო პედაგოგს ყველა საგანში გამოავლენს

2019 წელს მასწავლებლის სახლი საუკეთესო პედაგოგს ყველა საგანში გამოავლენს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

კონკურსში,რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით ტარდება, მონაწილეებს ადგილობრივი და საერთაშორისო საგნობრივი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისია აფასებდა.

სხვადასხვა ეტაპის შედეგად, კომისიამ საუკეთესო კანდიდატები შეარჩია. კომისიის წევრები დაესწრნენ თითოეული მათგანის გაკვეთილს, ჩაატარეს ინტერვიუები სასკოლო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის წევრებთან, ასევე შეისწავლეს თითოეული მასწავლებელის პორტფოლიო. კონკურსში მონაწილე 8 ფინალისტიდან გამარჯვებულად თითოეული საგნის ერთი სპეციალისტი დასახელდა,რომელთაც მასწავლებლის სახლმა სიგელები, სამკერდე ნიშნები და სახელმძღვანელოები გადასცა.

სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებელი - თემურ სუყაშვილი გახდა, (სსიპ ქ. მარნეულის N2 და N5 საჯარო სკოლა) გეოგრაფიის საუკეთესო მასწავლებელი - მარინე ვართუმაშვილი (გორის N12 საჯარო სკოლა ) , ისტორიის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული კი ჯაბა ლაბაძეს ერგო. (ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის №2 საჯარო სკოლა)

გამარჯვებულები სხვადასხვა კომპანიამ დააჯილდოვა. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წელს ყველა საგანში გამოავლენს საუკეთესო მასწავლებელს. ასევე, დაგეგმილია კონკურსი „წლის საუკეთესო სკოლის დირექტორებისთვის“. ამასთან ერთად, სპეციალური ჯილდოა განკუთვნილი იმ „დამსახურებული მასწავლებლებისათვის“, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის განვითარებაში.

წაიკითხეთ სრულად