Baby Bag

მასწავლებლის სახლი ამ კვირაში დაგეგმილი აქტივობების ანონსს აქვეყნებს

მასწავლებლის სახლი ამ კვირაში დაგეგმილი აქტივობების ანონსს აქვეყნებს

გაეცანით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ამ კვირაში დაგეგმილ აქტივობებს.

ანონსი ყოველკვირეულად განახლდება.

„არ არის აუცილებელი, ყოველდღე ატაროთ 45 წთ-იანი ჩართვა, საკმარისია 10-15 წთ“ - ქართველი მა...
ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სკოლებში გახანგრძლივებული არდადეგების გამო საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.​ რა გამოიკვეთა ამ პროცესში, - აღნ...
მასწავლებლის სახლის ლექცია-ვებინარი, რომელსაც ყველაზე დიდი გამოხამურება მოჰყვა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2 აპრილიდან განათლების სფეროს წარმომადგენლებს საინტერესო ლექცია-ვებინარებს სთავაზობს.გთავაზობთ ერთ-ერთ ვებინარს, რომელსაც ყველაზე მეტი გამოხმაურებ...

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის მიიღებენ ორი წლის ჯამურ ხელფასს მასწავლებლები

როდის მიიღებენ ორი წლის ჯამურ ხელფასს მასწავლებლები

საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც 20 აგვისტოს 24:00 საათამდე გამოხატავენ სურვილს ჯილდოზე, ორი წლის ჯამურ ხელფასს, ოქტომბრის დასაწყისში მიიღებენ. 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების ფულად ჯილდოზე განაცხადების მიღების პირველი ეტაპი 20 აგვისტოს, დღეს სრულდება. ხოლო მეორე ეტაპი 2019 წლის ბოლომდე განხორციელდება.

ჯილდოს მიღების მოთხოვნით განაცხადის დაწერის უფლება აქვს საჯარო სკოლის იმ პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც საპენსიო ასაკს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიაღწევს.

პრაქტიკოსმა მასწავლებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და ფულადი ჯილდოს მიღების თაობაზე განცხადებით საჯარო სკოლის დირექტორს უნდა მიმართოს.

საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი

წაიკითხეთ სრულად