ონლაინ კონსულტაციები მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის გრძელდება. დღეს, 7 მაისს, თქვენს კითხვებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა თევდორაძე პასუხობს.
ონლაინ შეხვედრა 13 საათზე დაიწყება და 16 საათამდე გაგრძელდება.
ამერიკელი მასწავლებლის საოცარი მეთოდი, რომლითაც მათემატიკის სწავლა მოსწავლეებისთვის მარტივი და სახალისო გახდა
LEGO-ს სპეციფიკურ გეომეტრიულ და არაგეომეტრიულ ფიგურებისგან შესადგენ კონსტრუქტორებს ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკოლის მესამე კლასის მასწავლებელმა ალისია ზიმერმანმა გარდა მისი სათამაშო ფუნქციისა, კიდევ ერთი საინტერესო დანიშნულება მოუძებნა.
ალისია პატარა LEGO-ს ნაწილებს წილადების, ხარისხში აყვანისა და სხვა მათემატიკური ცნებების ასახსნელად იყენებს.
„გაკვეთილზე LEGO-ს პაწაწინა აგურების გამოყენება მათემატიკური ცნებების ასახსნელად ჩემი საყვარელი მეთოდია”, - აღნიშნავს მათემატიკის მასწავლებელი.