ონლაინ კონსულტაციები მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის გრძელდება. დღეს, 7 მაისს, თქვენს კითხვებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა თევდორაძე პასუხობს.
ონლაინ შეხვედრა 13 საათზე დაიწყება და 16 საათამდე გაგრძელდება.
რამდენი ქულა უნდა დააგროვოს აპლიკანტმა, რომელიც არ არის პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომ საგნის გამოცდა წარმატებით დაძლეულად ჩაეთვალოს
მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე პრაქტიკოსი მასწავლებლები საგნობრივ და პროფესიულ ტესტირებაში მიღებული ქულების შესაბამისად აგროვებენ კრედიტქულებს. რაც შეეხება იმ აპლიკანტებს, რომლებიც არ არიან პრაქტიკოსი მასწავლებლები, საგნის გამოცდა წარმატებით დაძლეულად ჩაეთვლებათ, თუ დააგროვებენ მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტს. (ვარსკვლავით (*) აღნიშნულ საგნებში მონაწილემ უნდა გადალახოს შიდა ზღვრებიც, რადგან ტესტი რამდენიმე ნაწილისაგან შედგება).
ქვემოთ მოცემულ ბმულზე არსებული ცხრილი ეხება მხოლოდ იმ მონაწილეებს, რომლებიც არ არიან პრაქტიკოსი მასწავლებლები.