ონლაინ კონსულტაციები მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის გრძელდება. დღეს, 7 მაისს, თქვენს კითხვებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა თევდორაძე პასუხობს.
ონლაინ შეხვედრა 13 საათზე დაიწყება და 16 საათამდე გაგრძელდება.
„ეცადეთ, საკუთარ თავს დაანახოთ იმ საქმის ფასეულობა, რის შესასრულებლადაც მიდიხართ“ - ფსიქოლოგის 4 რჩევა აბიტურიენტებს
ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წინასაგამოცდოდ აბიტურიენტებს ფსიქოლოგ ლელა ტყეშელაშვილის რჩევებს სთავაზობს:
1. ეცადეთ, საკუთარ თავს დაანახოთ იმ საქმის ფასეულობა, რის შესასრულებლადაც მიდიხართ.
2. კარგად გაიაზრეთ და შეისწავლეთ მარშრუტი, რომლითაც ახალ, აქამდე უცნობ ადგილზე უნდა აღმოჩნდეთ. არ გამოგრჩეთ დიდი ქალაქის თავისებურებები, განსაკუთრებით - საცობები.
3. კარგად შეისწავლეთ, რა დრო გეხარჯებათ ჩვეულებრივ რუტინულ საქმეებზე, მოემზადეთ წინა საღამოს, ჩვენი დაგვიანების ხშირი მიზეზი ხომ გასვლის წინ მოწესრიგება ხდება.
4. გამოიძინეთ, უძილობა ზრდის დაგვიანების რისკს. დასვენებული გონება ცხოვრების ტემპსა და გრაფიკს უკეთესად მიჰყვება.