ონლაინ კონსულტაციები მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის გრძელდება. დღეს, 7 მაისს, თქვენს კითხვებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა თევდორაძე პასუხობს.
ონლაინ შეხვედრა 13 საათზე დაიწყება და 16 საათამდე გაგრძელდება.
„კიდევ ერთ შანსს გაძლევთ, გაანთავისუფლეთ მასწავლებლები კრედიტების დაგროვებისგან“ - ამომრჩევლის მინაწერი საარჩევნო ბიულეტენზე
გუშინ, 28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის დღეს, ბათუმის N14 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა მასწავლებლების კრედიტქულების დაგროვებისგან გათავისუფლება მოითხოვა, ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.
„კიდევ ერთ შანსს გაძლევთ, გაანთავისუფლეთ მასწავლებლები ამ უაზრო გამოცდებისგან, კრედიტების დაგროვებისგან, ნუ დააშორებთ მასწავლებლებს მოსწავლეებისგან,“ - წერს ამომრჩეველი ბიულეტენზე.