პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში ესეს წერის ონლაინ კურსზე რეგისტრაცია დაიწყო. ტრენინგის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ის მოიცავს ყველა საჭირო მასალას, რაც სრულფასოვანი ესეს დასაწერად არის საჭირო.
ტრენინგს ატარებენ მასწავლებლის სახლის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური ტრენერები.
სრული კურსის ხანგრძლივობაა 9 საათი, კვირაში 3 დღე. თითო მეცადინეობა მიმდინარეობს 1 საათის განმავლობაში. სრული კურსის ღირებულებაა 60 ლარი.
საქართველოს ყველა რაიონში ტექნოლოგიების ექსპერტები სასკოლო საზოგადოებას დისტანციურ სწავლებაში ეხმარებიან
კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი გადავადდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დისტანციურ სწავლების ერთ-ერთ საშუალებას ელექტრონულ ფორმატს განიხილავს, როგორც ალტერნატივას შექმნილ ვითარებაში სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისთვის და აძლიერებს აღნიშნულ მიმართულებებს.
საქართველოს ყველა რაიონში შეიქმნა ვირტუალური საკონსულტაციო სივრცეები, რომლებშიც „ახალი სკოლის მოდელის“ მოხალისე ტექნოლოგიების ექსპერტები ტექნოლოგიების მიმართულებით სასკოლო საზოგადოებას დისტანციურ სწავლებაში ეხმარებიან.