Baby Bag

მასწავლებელთა საყურადღებოდ! - ესეს წერის ონლაინ კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო

მასწავლებელთა საყურადღებოდ! - ესეს წერის ონლაინ კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო
პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში ესეს წერის ონლაინ კურსზე რეგისტრაცია დაიწყო. ტრენინგის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ის მოიცავს ყველა საჭირო მასალას, რაც სრულფასოვანი ესეს დასაწერად არის საჭირო. 

ტრენინგს ატარებენ მასწავლებლის სახლის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური ტრენერები.

სრული კურსის ხანგრძლივობაა 9 საათი, კვირაში 3 დღე. თითო მეცადინეობა მიმდინარეობს 1 საათის განმავლობაში. სრული კურსის ღირებულებაა 60 ლარი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 მაისი.

რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს - ​რეგისტრაცია​

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის ფეისბუქ ​გვერდს ან დარეკეთ ნომერზე 592 477 277

R.

შეიძლება დაინტერესდეთ

ფიქრია ჩაბაიძე - გმირი მასწავლებელი, რომელმაც ზღვის დონიდან 2040 მეტრზე მდებარე სოფელ ყანობის სკოლა გადაარჩინა

ფიქრია ჩაბაიძე - გმირი მასწავლებელი, რომელმაც ზღვის დონიდან 2040 მეტრზე მდებარე სოფელ ყანობის სკოლა გადაარჩინა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობის სკოლის გმირ მასწავლებელზე საინტერესო ვიდეოს აქვეყნებს.

ფიქრია ჩაბაიძემ თბილისში მიიღო განათლება, მაგრამ არ დარჩა ქალაქში. მთაში შექმნა ოჯახი, ჰყავს ოთხი პატარა შვილი და თავის საყვარელ სოფელში დახურვის პირას მყოფი სკოლა გადაარჩინა. ფიქრია თავდადებული პედაგოგია. თავისი ოჯახის კუთვნილი ავტომანქანით ჩამოჰყავს ბავშვები რაიონულ ცენტრში ექსკურსიაზე, მუზეუმებში, თუ გასართობად და ასე უწყობს თავისი პატარა სკოლის მოსწავლეებს მცირე დღესასწაულებს. 

„მთაში ნაკლები შიში გაქვს, ხარ უფრო უსაფრთხოდ, აქ ნაკლები ბოროტებაა, ბავშვები უფრო მეგობრობენ ერთმანეთთან, მთაში გაქვს იმედი ადამიანების“ - ამბობს ფიქრია ჩაბაიძე. 

წაიკითხეთ სრულად