„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
,,სწავლის დაწყებისას ყველა მასწავლებელი ორჯერადად უნდა იყოს აცრილი, რომ სკოლა იყოს ბავშვებისთვის უსაფრთხო''
,,სწავლის დაწყებისას ყველა მასწავლებელი ორჯერადად უნდა იყოს აცრილი, რომ სკოლა იყოს ბავშვებისთვის უსაფრთხო'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ზაფხულში უნდა ჩატარდეს აცრების მაქსიმალური რაოდენობა:
„ჩვენ გვინდა, ზაფხულში ჩავატაროთ აცრების მაქსიმალური რაოდენობა. ყველა მასწავლებელი უნივერსიტეტში და ყველა სტუდენტი სწავლის დაწყებისას უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, ისევე როგოც ყველა სკოლის მასწავლებელი, რომ სკოლა იყოს ბავშვებისთვის უსაფრთხო. ივლისსა და აგვისტოში გვექნება ვაქცინების საკმაო რაოდენობა, ასარჩევადაც კი შეიძლება იყოს საქმე. ასე რომ, აიცერით ყველა“, - დასძინა ამირან გამყრელიძემ.