„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
იგეგმება თუ არა კრედიტქულიანი ტრენინგები - მასწავლებლის სახლის პასუხი
,,კრედიტქულიანი ტრენინგები აუცილებლად იქნება," - ამის შესახებ Moms.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.
თუმცა მასწავლებლის სახლში ტრენინგების ჩატარების კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებიათ:
,,ამ ეტაპზე კონკრეტულ თარიღს ვერ გისახელებთ, თუ როდის გამოცხადდება ტრენინგებზე რეგისტრაცია. ამ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაცია უახლოეს მომავალში გვეცოდინება," - აღნიშნეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში