„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
გახდება თუ არა ცნობილი დღეს პროფესიული უნარების შედეგები
„პროფესიული უნარების შედეგები, სავარაუდოდ, დღეს გამოქვეყნდება,“ - აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.
პროფესიული უნარები წელს უპეცედენტოდ ბევრმა, 20 000-ზე მეტმა აპლიკანტმა ჩააბარა.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების; ქართულის, როგორც მეორე ენის; უცხოური ენების, ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის (VII-XII); ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI); მათემატიკის (I-VI); ბუნებისმეტყველების (I-VI); ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის და ბუნებისმეტყველების (I-IV); მათემატიკის (VII-XII), გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, მუსიკის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გამოცდების შედეგები უკვე ცნობილია.
სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა საგნის გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ.