„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
სკოლის მიერ მასწავლებლის შეფასების შედეგების ან/და მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებისა და წინადადებების ელექტრონულ სისტემაში განთავსების ვადა განისაზღვრა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლის შეფასების შედეგების ან/და მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებისა და წინადადებების ელექტრონულ სისტემაში განთავსების ვადა განისაზღვრა. შესაბამის ბრძანებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი აწერს ხელს.
ბრძანების მიხედვით, მიმდინარე წლის 25 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით სტატუსი განესაზღვრებათ უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე მასწავლებლებს, ხოლო 9 ივნისიდან 28 ივლისის ჩათვლით – პრაქტიკოს მასწავლებლებს.