„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
გთავაზობთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ნიმუშს. კვლევა ჩატარდა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლის, მაგული დიასამიძის მერ მე-8, მე-9, მე-10, მე-11 კლასებში. Moms.ge-ს კვლევის ანგარიში სწორედ მან მიაწოდა.
საკვლევი საკითხი იყო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების გზების კვლევა საბუნებისმეტყველო საგნების გაკვეთილებზე. კვლევის მიზანი გახლდათ, საბუნებისმეტყველო გაკვეთილზე მოსწავლეთა ჩართულობის გაუმჯობესების გზების ძიება და მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლება.