„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
50 საპილოტე სკოლაში „ახალი სკოლის მოდელი“ 2019 წლის მარტიდან ამუშავდა
თბილისის 150-ე საჯარო სკოლა ერთ-ერთი პირველია, სადაც "ახალი სკოლის მოდელის" პროექტი ხორციელდება.
„ახალი სკოლის მოდელი“ - განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ნაწილია. მისი მიზანია, ჩამოაყალიბოს კრიტიკულ აზროვნებაზე, პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც მოზარდს 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნას და უნარ-ჩვევებს მისცემს.
50 საპილოტე სკოლაში „ახალი სკოლის მოდელი“ 2019 წლის მარტიდან ამუშავდა. შემოდგომიდან მოდელი კიდევ 100 სკოლას მოიცავს და ეტაპობრივად, 2023 წლამდე მთელი საქართველოს მასშტაბით დაინერგება.