„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა პედაგოგი 19 წლისაა, ხოლო ყველაზე ასაკოვანი - 97 წლის
საქართველოში მოქმედ საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების ძირითადი ნაწილი საპენსიო ასაკს მიღწეული ან პენსიონერია, - ინფორმაციას კვლევითი ორგანიზაცია ACT - Analysis and Consulting Team ავრცელებს.
კვლევის თანახმად, მცირეა იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ირჩევენ და სკოლებში საქმდებიან (წყარო: განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა; საქსტატი).
„ეისითი“ დაინტერესდა საქართველოს საჯარო სკოლების პედაგოგების ასაკით. განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ საქართველოს მასშტაბით ყველაზე ახალგაზრდა პედაგოგი მამაკაცებშიც და ქალებშიც არის 19 წლის, ყველაზე ასაკოვანი ქალი პედაგოგი - 97 წლის, მამაკაცი კი - 95 წლის.