„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
„მასწავლებლები ხშირად თავმდაბლობით გამოირჩევიან, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება და საკუთარი თავის ეროვნულ ჯილდოზე წარდგენა“ - მანანა რატიანი
„მასწავლებლები ხშირად თავმდაბლობით გამოირჩევიან, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება და საკუთარი თავის ეროვნულ ჯილდოზე წარდგენა. საჭიროა, ვინმემ უბიძგოს, წაახალისოს. თქვენ თუ ღირსეული კანდიდატი გეგულებათ თქვენს ირგვლივ, მარტივად შეგიძლიათ ნომინირება. ამისთვის მხოლოდ მისი პირადი ფოსტის ცოდნაა საკმარისი. მიუვა შეტყობინება, რომ შეავსოს ანკეტა.“
ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, მანანა რატიანი ფეისბუქში წერს.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.